ჩანდრასეკარა ვენკატა რამანი
ჩანდრასეკარა ვენკატა რამანი | |
---|---|
ტამილ. சந்திரசேகர வெங்கட ராமன் | |
| |
დაბ. თარიღი | 7 ნოემბერი 1888[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ტირუჩირაპალი[9] |
გარდ. თარიღი | 21 ნოემბერი 1970[1] [2] [3] [5] [6] [7] [8] (82 წლის) |
გარდ. ადგილი | ბენგალურუ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | ფიზიკა |
მუშაობის ადგილი | Banaras Hindu University, Indian Institute of Science და University of Calcutta |
ალმა-მატერი | University of Madras, Presidency College და University of Calcutta |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიკაში[10] [11], საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის", Bharat Ratna[12] , სამეფო საზოგადოების წევრი, ჰიუზის მედალი, მატეუჩის მედალი, ფრანკლინის მედალი, honorary doctor of the University of Calcutta და რაინდი-ბაკალავრი |
ხელმოწერა |
![]() |
ჩანდრასეკარა ვენკატა რამანი (დ. 7 ნოემბერი, 1888 ტირუჩირაპალი — გ. 21 ნოემბერი, 1970, ბენგალურუ) — ინდოელი ფიზიკოსი. სწავლობდა მადრასის უნივერსიტეტში (1903-1907). 1907-1917 წლებში მსახურობდა ფინანსთა დეპარტამენტში, იმავე დროს სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა მეცნიერებათა განვითარების ინდურ ასოციაციის ლაბორატორიებში, რომლის ჩამოყალიბებაში რამანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო. 1917-1933 წლებში მუშაობდა კალკუტის უნივერსიტეტში. 1933 წლიდან მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი, 1947 წლიდან რამანის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ბენგალურუში. ინდოეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1934 წლიდან). ძირითადი ნაშრომები აქვს ოპტიკაში, აკუსტიკაში და სხვა. 1928 წელს აღმოაჩინა სინათლის კომბინაციური გაბნევა და განმარტა ეს მოვლენა, როგორც კომპტონის ეფექტის ოპტიკური ანალოგი. ამ აღმოჩენისთვის, 1930 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 298.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 Comité des travaux historiques et scientifiques — 1834.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Universalis — Encyclopædia Britannica.
- ↑ 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 Munzinger-Archiv — 1913.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ Sir Chandrasekhara Venkata Raman — Nobel Foundation.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1930 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ C.V. Raman Biography
|