შინაარსზე გადასვლა

ავღანეთის ომი (1979–1989)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საბჭოთა კავშირის ომი ავღანეთში)
საბჭოთა კავშირის ომი ავღანეთში
ცივი ომის და ავღანეთის სამოქალაქო ომის ნაწილი
თარიღი 27 დეკემბერი, 197915 თებერვალი, 1989
მდებარეობა ავღანეთი
შედეგი ავღანელი მოჯაჰედების გამარჯვება.
მხარეები
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ავღანეთის დროშა Afghanistan ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
ავღანელი მოჯაჰედები
პაკისტანის დროშა Pakistan
ჩინეთის დროშა China
აშშ-ის დროშა USA
საუდის არაბეთის დროშა Saudi Arabia
ირანის დროშა Iran
მეთაურები
საბჭოთა კავშირის დროშა სერგეი სოკოლოვი
საბჭოთა კავშირის დროშა ვალენტინ ვარენიკოვი
საბჭოთა კავშირის დროშა ბორის გრომოვი
ავღანეთის დროშა ბაბრაქ ქარმალი
ავღანეთის დროშა მუჰამედ ნაჯიბულა
ავღანეთის დროშა აბდულ-რაშიდ დუსტუმი
აჰმად შაჰ მასუდი
აბდულ ჰაქი
ისმაილ-ხანი
გულბედინ ჰექმათიარი
ჯალალუდინ ჰაქანი
აბდულა აზამი
დანაკარგები
საბჭოთა:
14,453 მოკლული (საბჭოთა წყაროები), 15,051 მოკლული (დამოუკიდებელი წყაროები)
~70,000+ მოკლული
~1,000,000+ მოკლული სამოქალაქო პირი
ავღანეთის ომი ვიკისაწყობში

ავღანეთის ომი (1979–1989)სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.

ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის წინაპირობა იყო 1978 წლის აპრილის საურის რევოლუცია, რომლითაც ავღანეთში დაემხო მონარქია, დამყარდა სოციალისტური რესპუბლიკა, რამაც წარმოქმნა პოლიტიკური პოლარიზაცია და საფუძველი შემდგომი სამხედრო ინტერვენციისთვის. 1979 წლის 27 დეკემბერს დაიწყო ოპერაცია „შტორმ-333“. საბჭოთა სპეცრაზმები (KGB/GRU) შეიჭრნენ ავღანეთში, სწრაფად დაიკავეს ქაბული, მთავარ ადმინისტრაციული ობიექტები და ხელისუფლებაში დანიშნეს ბაბრაკ ქარმალი. საბჭოთა კავშირის შეჭრას მოჰყვა ავღანელი მოჯაჰიდების სამხედრო წინააღმდეგობა. 1980–1984 წლებში საბჭოთა მე-40 არმია განაგრძობდა დიდმასშტაბიან ოპერაციებს მნოჯაჰიდების წინააღმდეგ. მოჯაჰიდებს მატერიალურ და სადაზვერვო დახმარებას უწევდნენ პაკისტანი და აშშ.

1985 წელს საბჭოთა ლიდერად მიხაილ გორბაჩოვის მოსვლამ და მისმა პოლიტიკამ (საჯაროობა და პერესტროიკა) რადიკალურად შეცვალა საბჭოთა მიდგომა მათ შორის ავღანეთის ომში. 1986 წლის სექტემბერში ბაბრაკ ქარმალი შეცვალა მუჰამედ ნაჯიბულამ, რაც იყო გორბაჩოვის მცდელობა პოლიტიკური ლეგიტიმურობის მიღებისა და რეფორმების გატარებისთვის.

1988 წლის 14 აპრილს პაკისტანისა და აშშ-ის შუამავლობით შედგა ჟენევის შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავდა საბჭოთა ჯარების გამოსვლის დროს, გრაფიკს და საერთაშორისო გარანტიებს. 1988 წლის 15 მაისს დაიწყო საბჭოთა ჯარების ეტაპობრივი გაყვანა. ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყვანილ იქნა 15 მაისიდან აგვისტომდე. იმავე წლის ნოემბერში ჯარების გაყვანა დროებით შეჩერდა. 1989 წლის 23–25 იანვარი საბჭოთა მე-40 არმიამ მონაწილეობა მიიღო ბოლო სამხედრო შეტაკებებში ფანჯშირის ხეობის დაცვისთვის, თუმცა დამარცხდად. 15 თებერვალს მე-40 არმიის უკანასკნელმა ნაწილებნა გადაკვეთეს „მეგობრობის ხიდი“ და ოფიციალურად დასრულდა საბჭოთა სამხედრო ინტერვენცია ავღანეთში. ამის შემდგომ ნაჯიბულას რეჟიმმა სცადა ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირება გაგრძელდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]