რუსეთის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვეყნები, რომლებთანაც რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

რუსეთის საგაროე ურთიერთობები რუსეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სხვა სახელმწიფოებთან, მათ მოქალაქეებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებს არეგულირებს. 2022 წლისთვის რუსეთს კრიტიკული დიპლომატიური ურთიერთობები აქვს უკრაინასთან მასთან ომის დაწყების გამო.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 2000 წლის იანვრიდან 2008 წლის მაისამდე იყო და 2012 წლიდან დღემდე (2022 წლისთვის) კვლავ პრეზიდენტია. პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთი რამდენიმე ცნობილ კონფლიქტში იყო ჩართული, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ და ამ ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შექმნილი ერთეულების დამოუკიდებლობას აღიარებს.

აშშ-თან ურთიერთობები 2001-2022 წლებში მკვეთრად გაუარესდა, ხოლო ევროპის კავშირთან ურთიერთობების გაფუჭებაზე 2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიამ იმოქმედა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რასაც ევროპის კავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და სხვა ქვეყნების მხრიდან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების შემოღება მოჰყვა. ამჟამად რუსეთის მთავრობას „არამეგობრული ქვეყნების სია“ აქვს, რომელშიც ის ქვეყნებია მოცემული, რომლებთანაც რუსეთს დაძაბული ურთიერთობები აქვს (ან საერთოდ არ აქვს ურთიერთობები).

საერთაშორისო ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლება აქვს. 1991 წლამდე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი საბჭოთა კავშირი იყო, თუმცა მისი დაშლის შემდეგ რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გაეროსა და ორგანიზაციის ყველა სხვა ორგანოში საბჭოთა კავშირს რუსეთი წარადგენდა.

რუსეთი გაერთიანებული ერების სისტემის არაერთი ორგანიზზაციის წევრია, მათ შორის: გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის, იუნესკოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, სამრეწველო განვითარების ორგანიზაციისა და ევროპის ეკონომიკური კომისიის.

რუსეთი შემდეგი ორგანიზაციების წევრია: აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობა, კარიბის ქვეყნების ასოციაცია (დამკვირვებელი), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭო, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (დამკვირვებელი, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, სტატუსი შეჩერებული აქვს), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა, საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მიუმხრობლობის მოძრაობა (დამკვირვებელი), ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (დამკვირვებელი), მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, საერთაშორისო საფოსტო კავშირი, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია და სხვ.

ორმხრივი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუქმენეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ პუტინი სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრისას სანქტ-პეტერბურგში 2021 წელს

რუსეთის საელჩო აშხაბადში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო თურქმენბაშში.[1]თურქმენეთის საელჩო მოსკოვშია განლაგებული.[2]

რუსეთიდან თურქმენეთში ძირითადად ლითონები, დანადგარები და მოწყობილობები, საკვები პროდუქტები და სოფლის მეურნეობის ნედლეული შეაქვთ. თურქმენეთიდან რუსეთში ძირითადად ქიმიური პროდუქტები, ტექსტილი, ტექსტილის პროდუქტები, დანადგარები და მოწყობილობები, საწვავი და ენერგოპროდუქტები გააქვთ.[3]

უზბეკეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზბეკეთის საელჩო მოსკოვში მდებარეობს, ხოლო რუსეთის საელჩო ტაშკენტში. უზბეკეთი ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა და რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. უზბეკეთთან კარგი ურთიერთობები მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ცენტრალური აზიის რეგიონში დიდი ძალის მქონე სახელმწიფოს სტატუსისთვის.[4] მეორე მხრივ, უზბეკეთი „მრავალვექტორულ პოლიტიკას“ მიჰყვება და კარგი ურთიერთობები აქვს არა მხოლდო რუსეთთან, არამედ ჩინეთთან, აშშ-სთან და სხვა სახელმწიფოებთან.[5][6]

მიანმარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტწილად იზოლირებულ ბირმას ახლო ორმხრივი ურთიერთობები აქვს რუსეთთან. რუსეთმა მიანმართან დიპლომატიური ურთიერთობები 1948 წელს დაამყარა და ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა. ჩინეთთნ ერთად რუსეთი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოზე მიანმარს იცავს. ორმა სახელმწიფომ ერთხელ ვეტო დაადო გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც მიანმარის დასჯას გულისხმობდა.[7][8] რუსეთი ჩინეთთან ერთად ეწინააღმდეგება მიანმარის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და დიალოგის პოლიტიკას უჭერს მხარს.

2016 წელს საახემწიფოებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.[9]

რუსეთის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო მოსკოვშია განლაგებული.

არაბთა გაერთიანებული საამიროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 1971 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც აგს-სა და საბჭოთა კავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ძლიერ და „სტრატეგიულ პარტნიორობადაა“ შეფასებული, რამდენაც ქვეყნებს ახლო კავშირები აქვთ ლიბიასთან, ეგვიპტესთან და ერაყთან.[10][11]

არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო მოსკოვში მდებარეობს, ხოლო რუსეთის საელჩო ― აბუ-დაბში.

ვიეტნამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობები 1950 წლსი 39 იანვრიდან იწყება, როდესაც სსრკ-ის საელჩო ჩრდილოეთ ვიეტნამში გაიხსნა. რუსეთი დღესაც ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის მოკავშირეა. საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ვიეტნამი აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. რუსეთის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები და-ნანგსა და ხოშიმინში. ვიეტნამის სელჩო მოსკოვში, ხოლო საკონსულოები ეკატერინბურგსა და ვლადივოსტოკში მდებარეობს.

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ambrosio, Thomas; Vandrovec, Geoffrey (2013). „Mapping the Geopolitics of the Russian Federation: The Federal Assembly Addresses of Putin and Medvedev“. Geopolitics. Routledge. 18 (2): 435–466. doi:10.1080/14650045.2012.717554.
  • Bowen, Andrew (2017). „Coercive Diplomacy and the Donbas: Explaining Russian Strategy in Eastern Ukraine“. Journal of Strategic Studies. 42 (3–4): 312–343. doi:10.1080/01402390.2017.1413550.
  • Contessi, Nicola (2016). „Prospects for the accommodation of a resurgent Russia“, Accommodating Rising Powers. Past, Present and Future. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 268–290. DOI:10.1017/CBO9781316460191.013. ISBN 9781316460191. 
  • Dall'Agnol, Augusto César; Mielniczuk, Fabiano; Zabolotsky, Boris (2018). US Army Command and General Staff College (ed.). „The Return of the Bear? Russian Military Engagement in Latin America: The Case of Brazil“. Military Review. Fort Leavenworth, Kansas: EBSCO Publishing. ISSN 0026-4148.
  • Gvosdev, Nikolas K.; Marsh, Christopher (2013) Russian Foreign Policy: Interests, Vectors, and Sectors. Washington: CQ Press. DOI:10.4135/9781506335391. ISBN 9781452234847. 
  • (1999) Understandings of Russian Foreign Policy. Pennsylvania State University Press. ISBN 978-0-2710-1914-7. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Russian Embassy in Turkmenistan დაარქივებული 2009-06-24 საიტზე Wayback Machine.
  2. Turkmenistan Embassy in Russia
  3. Торгово-экономическое сотрудничество. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-02. ციტირების თარიღი: 2014-12-23
  4. Andrew Monaghan: Uzbekistan - Central Asian key, in: Adrian Dellecker/Thomas Gomart (ed.): Russian Energy Security and Foreign Policy, London/New York 2011, pp. 121–131 (here: p. 121).
  5. Dina Rome Spechler/Martin C. Spechler: The foreign policy of Uzbekistan: sources, objectives and outcomes: 1991–2009, in: Central Asian Survey, Vol. 29, No. 2 (2010), pp. 159–170.
  6. Aleksandr Pikalov: Uzbekistan between the great powers: a balancing act or a multi-vectorial approach?, in: Central Asian Survey, Vol. 33, No. 3 (2014), pp. 297–311.
  7. Chinese dilemma over Burma (25 September 2007). BBC. Retrieved 30 May 2008.
  8. Russia, China veto resolution criticizing Burma (13 January 2007). The Washington Post. Retrieved 30 May 2008.
  9. Russia, Myanmar Sign Military Cooperation Agreement. ციტირების თარიღი: 22 April 2018
  10. Geopolitics Drive Russia and the U.A.E. Closer.
  11. UAE, Russia forge strategic partnership.