ბოსფორის სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბოსფორის სამეფო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოსფორის სახელმწიფო

ბოსფორის სახელმწიფო — ანტიკური მონათმფლობელური სახელმწიფო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. წარმოიქმნა ძვ. წ. V საუკუნის 80-იან წლებში ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულებზე არსებული ბერძნული კოლონია-პოლისების გაერთიანების შედეგად, რაც ნაკარნახევი იყო, მათი საერთო სავაჭრო-ეკონომიკური (ხორბლეულის ექსპორტი) და სამხედრო-თავდაცვითი (ირგვლივ მცხოვრები ტომების თავდასხმათა მოგერიება). გაერთიანების მოთავე იყო ქალაქი პანტიკაპეონი (ახლანდელი ქერჩი), რომელიც ბოსფორის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. ბოსფორის სახელმწიფოს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა კოლხეთთან. პანტიკაპეონის, ნიმფეონის, მირმეკიონის, ტირიტაკეს გათხრებისას მრავლადაა ნაპოვნი ძვ. წ. VI-IV საუკუნეების კოლხური კერამიკის ფრაგმენტები, კოლხური ვერცხლის მონეტები (კოლხური თეთრი), აგრეთვე თიხის ჭრაქი, რომელზეც ამოკაწრულია სახელი „კოლხოს“. მეორე მხრით, კოლხეთში ნაპოვნია ბოსფორული ამფორები და ქალქების პანტიკაპეონისა და ნიმფეონის მონეტები.

ლიტერატუყრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]