ანატოლი ბანიშევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ანატოლი ანდრეევიჩ ბანიშევსკი
სრული სახელი ანატოლი ანდრეევიჩ ბანიშევსკი
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1946(1946-02-23)[1]
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი, 1997(1997-12-10) (51 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
სიმაღლე 174
წონა 78
ქვეყანა სსრკ და აზერბაიჯანი
კლუბი ნეფთჩი ბაქო, საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, კაპაზი (საფეხბურთო კლუბი) და ნეფთჩი ბაქო
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ანატოლი სერგეევიჩ ბანიშევსკი (აზერ. Anatoli Andreyeviç Banişevski, აზერ. Анатолий Андреевич Банишевский; დ. 23 თებერვალი, 1946, ბაქო — გ. 10 დეკემბერი, 1997, იქვე) — აზერბაიჯანელი საბჭოთა ფეხბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1991).

მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ბანიშევსკი თავისი ადგილობრივი გუნდის, ნეფთჩი ბაქოს ერთგული იყო. იგი ხალხის ფართო მასების მიერ ითვლება საუკეთესო აზერბაიჯანელ ფეხბურთელად. იგი თამაშობდა სსრკ-ის ეროვნულ გუნდში (გატანილი 19 გოლით). ბანიშევსკი თამაშობდა 1961 წლის ფიფას მსოფლიო თასზე.[2] მისი საკლუბო გუნდი იყო ნეფთჩი; მან კლუბის მაისურით, საბჭოთა ტოპ ჩემპიონატებში, 136 გოლი გაიტანა.[2] იგი 3-ჯერ არაოფიციალურად დასახელდა აზერბაიჯანის წლის საუკეთესო მოთამაშედ (1966, 1967, 1978).[3]

2003 წელს, უეფას იუბილეს აღნიშვნის დროს, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციამ იგი ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ დაასახელა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანიშევსკი დაიბადა ბაქოში, უკრაინული წარმოშობის ოჯახში.[4]

მან ფეხბურთის თამაში 16 წლის ასაკში დაიწყო და მთელი თავისი კარიერა ნეფთჩი ბაქოში გაატარა; იგი სწორედ აქ გარდაიქმნა აზერბაიჯანის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[5]

ნეფთჩი ბაქო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 წლის ასაკში ბანიშევსკი კლუბ ნეფთჩი ბაქოს შემადგენლობაში მოხვდა. აქ იგი გამოჩნდა, როგორც მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტის მქონე ახალგაზრდა. მან თავისი ტამოურჩეულობის სტატუსი მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში შეინარჩუნა.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანიშევსკის საერთაშორისო დებიუტი 19 წლის ასაკში, 1965 წლის 4 ივლისს, სსრკ-ისა და ბრაზილიის გუნდებს შორის გამართულ მეგობრულ შეხვედრაში შედგა.[6] მისი საერთაშორისო კარიერა დასრულდა 1972 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, დასავლეთ გერმანიასთან წაგებულ შეხვედრაში.[7]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ იგი წვრთნიდა: ნეფთჩი ბაქოს, კაპაზსა და „ავტომობილისტ მინგაჩევირს“. 1987-1988 წლებში, იგი ასევე მუშაობდა ბურკინა ფასოს ახალგაზრდულ მწვრთნელად.[5]

გვიანი ცხოვრება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს, ბანიშევსკის დიაგნოზად დიაბეტური კომა დაუსვეს (მის პირველ შეტევას 1987 წელს გადაურჩა)[6] მან მეორე შეტევის შედეგად ცერებრალური ატროფია განიცადა და შედეგად, ბანიშევსკის მეხსიერება დაუქვეითდა.[6] მოგვიანებით, ბანიშევსკიმ დაკარგა საკუთარი სახლი, რამაც მისი ბაქოს ქუჩებში ალკოჰოლიკის მძიმე ცხოვრება განაპირობა.[6][8]

თუმცა, იგი ამ მძიმე სიტუაციიდან ძველმა მხარდამჭერმა, საიდამ გამოიხსნა; საიდა ბანიშევსკიზე სიცოცხლის ბოლო წლებში ზრუნავდა (საბოლოოდ ისინი დაქორწინდნენ).

1997 წლის 10 დეკემბერს, ანატოლი ბანიშევსკი დიაბეტური კომის შემდეგი შეტევის შედეგად გარდაიცვალა (იგი ასევე პანკრეატიტით იყო დაავადებული).

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანატოლი ბანიშევსკის შვილიშვილმა, ალი ბაბაიევ ბანიშევსკიმ, ფეხბურთის თამაში 2011 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო (ნეფთჩიში). ამჟამად, ალი თამაშობს პროფესიონალურ ფეხბურთს აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში, შუშა FK–სთვის.[9]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის პატივსაცემად „FK მასალის“ საშინაო მოედანს ანატოლი ბანიშევსკის მოედანი დაერქვა.[10]

როგორც ფეხბურთელი

  • სსრკ
    • მსოფლიო თასზე მეოთხე ადგილი (1966)
    • ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი (1972)
    • ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი (1968)
  • ნეფთჩი ბაქო
    • საბჭოთა უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს მედალი (1966)

სხვა მიღწევები

  • გრიგორ ფედოტოვის კლუბის წევრი: 38-ე ადგილი 115 გოლით

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FBref.com
  2. 2.0 2.1 , as well as in European Championship 1968 and 1972. Development of various kinds of Azeri sport. National Olympic Committee of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 August 2008. ციტირების თარიღი: 27 June 2008.
  3. Movsumov, Rasim. (15 January 2006) Azerbaijan - Player of the Year Awards. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 27 June 2008.
  4. Tanguay, Vincent. Anatoliy Banishevskiy. Visions of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 27 September 2019.
  5. 5.0 5.1 Известному азербайджанскому футболисту Анатолию Банишевскому исполнилось бы 63 года (რუსული)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Анатолий БАНИШЕВСКИЙ:БАКИНСКИЙ ПИЖОН დაარქივებული 2021-02-03 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  7. Matthias Arnhold. (29 February 2012) Anatoliy Andreyevich Banishevskiy - Goals in International Matches. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 29 March 2012.
  8. "Banişevski araq içməyi SSRİ yığmasında öyrəndi" დაარქივებული 27 February 2010 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  9. Golden Players take centre stage. uefa.com (29 November 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2008. ციტირების თარიღი: 27 June 2008.
  10. "Masallı" didərgin düşüb (აზერბაიჯანული)