მონოგრაფია
მონოგრაფია (ბერძნ. μόνος — ერთი, ერთიანი, ერთადერთი და γράφειν — ვწერ) — ვრცელი მეცნიერული ნაშრომი, რომელშიც დამუშავებულია ერთი რომელიმე თემა, ან საკითხი, მათი ინტერპრეტაცია. მონოგრაფიას ერთვის ბიბლიოგრაფია, შენიშვნები და სხვა. მონოგრაფია შეიძლება იყოს ისეთი ნაშრომი, რომელიც ან სერიულია, ან კიდევ კონკრეტულად ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლის თემატიკა მუცულობით დიდია და მასში კარდინალურად არის დამუშავებული ამა თუ იმ მეცნიერული დარგის საკითხი. მსოფლიოში მრავალი კაპიტალური მონოგრაფია არის დაწერილი მეცნიერების სხვადასხვა დარგში. სამეცნიერო ხარისხის დაცვის დროს მონოგრაფია შეიძლება წარმოდგენილი იყოს დისერტაციის სახით. საბიბლიოთეკო მეცნიერებაში ტერმინი მონოგრაფია აღნიშნავს ერთი ან რამდენიმე ტომისაგან შემდგარ ნებისმიერ არასერიულ პუბლიკაციას. მონოგრაფია მიეკუთვნება სამეცნიერო პროზის ჟანრს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 97-98.