შინაარსზე გადასვლა

მაკრინუსი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარკუს ოპელიუს მაკრინუსი)
მარკუს ოპელიუს მაკრინუსი

მარკუს ოპელიუს მაკრინუსი (ლათ. Marcus Opellius Macrinus; დ. დაახლ. 165 — გ. ივნისი, 218) — რომის იმპერატორი 217 წლის აპრილიდან 218 წლის ივნისამდე. იყო პირველი ადამიანი, რომელიც რომს სენატორის სტატუსის გარეშე მართავდა.[1]

დაიბადა ნუმიდიის კესარიაში, წარმოშობით იყო არაწარჩინებული ოჯახიდან. იმპერატორ კარაკალას მმართველობისას იყო პრეტორიელების პრეფექტი. მონაწილეობა მიიღო იმპერატორის მკვლელობისათვის დაგეგმილ შეთქმულებაში. განრისხებულმა პრეტორიანელებმა, რომლებსაც კარაკალა უყვარდათ, შეთქმულების მონაწილეები დახოცეს, გარდა მაკრინუსისა, რომელმაც თავისი მონაწილეობის დაფარვა მოახერხა. იმპერატორად გამოაცხადეს Pius Feli-ის ტიტულით. წამოიწყო წარუმატებელი ლაშქრობა პართიის წინააღმდეგ და იძილებული გახდა რომაელთათვის არახელსაყრელი ზავი დაედო მასთან. არმია მისით უკმაყოფილო იყო; გარდა ამისა, მისი აზიური ჩვეულებები და სისათუთე საყოველთაო გაკიცხვას იწვევდა. კარაკალას დეიდამ, მესამ მოახერხა და არმია ბასიანუსისადმი (მომავალი ჰელიოგაბალუსი) კეთილად განაწყო და ჯარისკაცებმა იგი საბოლოოდ იმპერატორად გამოაცხადეს. მათ წინააღმდეგ მაკრინუსმა ულპიუს იულიანი გაგზავნა, თუმცა მებრძოლებმა ეს უკანასკნელი მოკლეს და მაკრინუსის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ბასიანუსის მხარეზე დადგნენ. ბრძოლა ანტიოქიასთან გაიმართა, თუმცა მაკრინუსი მის დამთავრებას არ დაელოდა და გაიქცა; მაშინ კი პრეტორიანელებმაც მიატოვეს იგი. ბასიანუსის მებრძოლები ქალკედონში წამოეწივნენ მას და კაპადოკიაში გადაიყვანეს. მოკლეს გაქცევის მეორე მცდელობის დროს.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მაკრინუსი — ენციკლოპედია ბრიტანიკა.