გლადიატორი (2000 წლის ფილმი)
„გლადიატორი“ | |
---|---|
ჟანრი | ისტორიული ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | რიდლი სკოტი |
პროდიუსერი | დაგლას ვიკი, დევიდ ფრენზონი, ბრანკო ლუსტიგი |
სცენარის ავტორი | დევიდ ფრანზონი, ჯონ ლოგანი, უილიამ ნიკოლსონი |
ისტორია | დევიდ ფრენზონი |
როლებში |
რასელ ქროუ ხოაკინ ფენიქსი |
კომპოზიტორი | ჰანს ციმერი, ლიზა ჯერარდი, კლასუ ბადელტი |
ოპერატორი | ჯონ მატიესონი |
მონტაჟი | პიეტრო სკალია |
სტუდია | Scott Free Productions |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი | 5 მაისი 2000 |
ხანგრძლივობა | 155 წთ. |
ქვეყანა | აშშ, გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 103 მლნ აშშ დოლარი |
შემოსავალი | 457 მლნ აშშ დოლარი |
გლადიატორი (ინგლ. Gladiator) — ისტორიული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 2000 წლის 1 მაისს. მიღებული აქვს 5 ოსკარი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედება ვითარდება ჩვენი წელთაღრიცხვით 180 წელს. მარკუს ავრელიუსის ლეგიონები ემზადებიან გერმანელ ბარბაროსებთან საბღძოლველად. არც იმპერატორს და არც გენერალ მაქსიმუსს არ სურს სისხლისღვრა, მაგრამ მტერი ვერ ეგუება თავიანთი ქვეყნის მონობას და გამოჰყავთ ჯარი ტყიდან. დიდხნიანი, სასტიკი ბრძოლის შემდეგ რომაელები იმარჯვებენ.
ამ დროისათვის რომაელების ბანაკებში მივლენ მარკუს ავრელიუსის შვილები კომოდუსი და ლუცილა. კომოდუსი ფირობს, რომ მის მოხუც მამას სურს მეფობა მას გადასცეს. არადა მარკუს ავრელიუსს სურს მეფობა მაქსიმუსს გადასცეს, რადგან მას შეუძლია დაუბრუნოს რომს ძველი დიდება. მაქსიმუსს არ სურს მეფობა მას უბრალოდ თავის ოჯხში დაბრუნება უნდა, მაგრამ მეფას პირდაპირ პასუხს არ ეტყვის და მოსაფიქრებლად დროს ითხოვს. ამ ამბის გაგების შემდაგ კომოდუსი ბალიშით გაგუდავს მამამისს და მეომრებს უბრძანებს მაქსიმუსის მოკვლას, მაგრამ გენერალი გაქცევას შესძლებს, თუმცა დაიჭრება.
გენერალი მიაღწევს სახლამდე, მაგრამ სახლი გადამწვარი და ცოლ–შვილი მხეცურად მოკლული დახვდება. ცოლ–შვილის დამარხვის შემდეგ დაჭრილი მაქსიმუსი გონებას დაკარგავს და მონათმფლობელის ხელში აღმოჩნდება. მაქსიმუსს გლადიატორად აქცევენ და რომში ათასობით ხალხის თვალწინ ბრძოლას აიძულებენ. მალე მისი საბრძოლო ოსტატობა სახელს მოუტანს.
ამ დროს რომში ჩამოდის კომოდუსი, რომელსაც არც ხალხში და არც სენატში ავტორიტეტი არ გააჩნია. ხალხის სიყვარულის მოსაპოვებლად ის აღადგენს ძვირადღირებულ ორთაბრძოლებს და ხალხს პურს ურიგებს, რაც საერთო ჯამში რომის ეკონომიკას დააქვეითებს. მეფე დაიწყებს გლადიატორების შეგროვებას, მათ შორის მალე მაქსიმუსიც აღმოჩნდება. პირველივე ბრძოლაში გენერალი იმპერატორის ყურადღებს იქცევს. მეფის წინაშე მაქსიმუსი თავის ნამდვილ სახელს იტყვის და შურისძიებას შეპირდება. კომოდუსი ვერ ბედავს მის მოკვლას, რადგან ხალხს უყვარს მაქსიმუსი და მისი სიკვდილით ის აჯანყებას გამოიწვევს. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ ხალხი ყოფილ გენერალს „რომის გადამრჩენელს" შეარქმევს.
სენატი და ლუცილა მაქსიმუსის დახმარებით კომოდუსის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობას ეცდებიან, მაგრამ იმპერატორი ამ ყველაფერს გაიგებს და აჯანყების მონაწილეებს დახოცავს, ხოლო მაქსიმუსს ბეჭში დაჭრის და ჭრილობაშეხვეულს არენაზე თავისთან საბრძოლველად გამოიყვანს. კოლიზეუმზე ბრძოლის დროს კომოდუსი მოკვდება, მაგრამ მაქსიმუსიც სისხლისგან დაიცლება. მაქსიმუსის სიკვდილის შემდეგ ლუცილა ხალხს ეტყვის „ღირს კი რომი მის სიცოცხლედ?".
ფილმი მაქსიმუსის მეგობარი გლადიატორის სიტყვებით მთავრდება „ჩვენ ისევ შევხვდებით, მეგობარო, მაგრამ არა ახლა..."
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რასელ კროუ – მაქსიმუსი
- ხოაკინ ფენიქსი – კომოდუსი
- კონი ნილსენი – ლუცილა
- ჯიმონ ხონსუ – ჯუბა
- ოლივერ რიდი – პრიკსიმო
- რიჩარდ ჰარისი – მარკუს ავრელიუსი
- ტომი ფლანაგანი – ციცერონი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსკარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო მნსახიობი კაცი: რასელ ქროუ
- საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: ჯანტი იატესი
- საუკეთესო ეფექტები
- საუკეთესო ხმა: ბობ ბიმერი, სკოტ მილანი, კენ ვესტონი
ოქროს გლობუსი
BAFTA
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო მონტაჟი: პიეტრო სკალია
- საუკეთესო დიზაინი: არტურ მაქსი
- საუკეთესო ოპერატურა: ჯონ მატიესონი