გიორგი I დადიანი
იერსახე
გიორგი I დადიანი ( გ. 1323) — ოდიშის ერისთავი, ბედან (ბედიან) დადიანის ძე.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად 1293 წელს იხსენიება ოდიშის ერისთავად, მაგრამ როდის მიიღო ეს ტიტული უცნობია. იგი აქტიურად მონაწილეობდა შინაფეოდალურ ომებში, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაიწყო დავით VI ნარინის გარდაცვალების შემდეგ. გიორგი I დადიანის დროს ოდიშის საერისთავოში აიგო ხობის ტაძარი. იგი ეკლესიით ხელში გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდ. კედელზე შესაბამისი წარწერით, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გიორგი I დადიანი ატარებდა მანდატურთუხუცესის ტიტულს. მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ორ აღაპში. გიორგი I დადიანმა ოდიშის საერისთავოს ცხუმის საერისთავო მიუერთა და ოდიშის საერისთავოს დასავლეთი საზღვარი მდინარე კოდორიდან ანაკოფიის წყლამდე (დღევანდ. მდ. ფსირცხა) გადაიტანა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 163.
- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 27.
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
- ბერაძე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1967, [ტ.] 3;
- გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962;
- მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
- სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ანთელავას საერთო რედ., თბ., 1999.
|