გიორგი II დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი II.

გიორგი II დადიანიოდიშის ერისთავი 1345-1384 წლებში. ჰქონდა მანდატურთუხუცესის ტიტული.

გიორგი II დადიანს, საკუთრივ ოდიშის საერისთავოს გარდა, ემორჩილებოდა გურიის საერისთავო და სვანეთის საერისთავოს ერთი ნაწილი (ბალს ქვემო სვანეთი). მისი ვაჟით, კახაბერით, დაიწყო გურიის საერისთავოს ბოლო დინასტია. გიორგი II დადიანს დიდი წვლილი მიუძღვის ბედიის სამონასტრო კომპლექსის განახლებაში. მისი ფრესკა მეუღლესთან, დედოფალ მარეხთან ერთად, გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდ. კედელზე. დიდი ღვაწლი დასდო ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. დაკრძალულია ხობის მონასტერში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. ბერაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 27, თბ., 2012 წელი.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წგ. 2, ტფ., 1914;
  • სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ანთელავას საერთო რედ., თბ., 1999.