კაცია II დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაცია დადიანი.

კაცია II დადიანი ოდიშის მთავარი 1758-1788, ოტია დადიანის ძე.

1757 წელს ოდიშის დამხმარე ლაშქარს ხელმძღვანელობდა ხრესილის ბრძოლაში. 1770-1771 დასავლეთ საქართველოში მყოფ რუსეთის კორპუსს ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში (რუსული წყაროების ცნობით, საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა). 1780 კაცია II დადიანმა სოლომონ I-ის დახმარებით რუხის ბრძოლაში დაამარცხა აფხაზეთის მთავარი. შემდეგში იგი აქტიურად ერეოდა აფხაზეთის სამთავრო სახლის შინაურ საქმეებში; ეხმარებოდა ზურაბ შარვაშიძეს თავისი ძმისწულის - ქელაიშ-აჰმედ-ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაეხმარა დავით გიორგის ძეს იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში.

კაცია დადიანი მოხსენიებული იყო იერუსალიმის უფლის საფლავისთვის 1770 წელს შეწირულ მაცხოვრის ხატზე, რომელიც 1891-1892 წლებში ინახულა და აღწერა ნ. კონდაკოვმა[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кондаков Н., Археологичесое путешествие по Сирии и Палестине, 1904, ст. 276-279