გიორგი IV დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი IV.

გიორგი IV დადიანიოდიშის მთავარი XVIII საუკუნის დასაწყისიდან 1714-მდე, კაცია ჩიქოვანის ძე.

1681 წელს სალიპარტიანოს მფლობელი გახდა. 1684 წელს ოდიშის მთავრად ლევან III დადიანის უკანონო შვილი ლევანი დასვა და თვითონ იგდო ხელთ სამთავროს ფაქტობრივი გამგებლობა. 1690-იდან დაუახლოვდა იმხანად დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს ფეოდალს გიორგი-მალაქია აბაშიძეს, გააძევა ლევან IV დადიანი და დამოუკიდებლად შეუდგა სამთავროს მართვას. მის წინააღმდეგ გამოვიდა გურიის მთავარი მამია III გურიელი, რომელსაც ოსმალეთის სულთანმა დადიანობა უბოძა, მაგრამ იგი ოდიშში ვერ გაბატონდა. გიორგი IV დადიანის პოზიციები განსაკუთრებით გაძლიერდა 1701-იდან, როდესაც მან ცოლად შეირთო გიორგი-მალაქია აბაშიძის ასული თამარი. 1701-1706 შორის მან დადიანის ტიტული მიიღო და იურიდიულად დაიკანონა ოდიშის გამგებლობა. 1701 გიორგი IV დადიანს საკუთარი შვილები დაუპირისპირდნენ. იმერეთის მეფის დახმარებით მთავარი გახდა მისი ძე კაცია. კაციას გარდაცვალების (დაახლოებით 1710) შემდეგ გიორგი IV დადიანმა კვლავ დაიბრუნა დადიანობა. მან შეძლო შეეჩერებინა აფხაზ ფეოდალთა შემოტევები, თუმცა, ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის დაბრუნება ვერ მოახერხა. გიორგი IV დადიანის დროს ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შევიდა ლეჩხუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 27, თბ., 2012 წელი.
  • ბერაძე თ., ერთი საკითხი სამეგრელოს ისტორიული გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1964, [ტ.] 2;
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • ჩხატარაიშვილი ქ., საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ისტორიიდან (XVIII ს. პირველი მეოთხედი), კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, [ტ.] 2, თბ., 1972.
წინამორბედი:
ლევან IV
ოდიშის მთავარი
1691-1710
შემდეგი:
კაცია I
წინამორბედი:
კაცია I
ოდიშის მთავარი
1710-1714
შემდეგი:
ბეჟან I