ნიკო დადიანი

ნიკო დავითის ძე დადიანი (დ. 4 იანვარი, 1847, ზუგდიდი ― გ. 23 იანვარი, 1903, სანქტ-პეტერბურგი) — სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (1853-დან), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878).
განათლება პარიზში მიიღო. მისი მცირეწლოვნების გამო სამთავროს განაგებდა დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დროსაც (1857) ფაქტობრივად სამეგრელოში მთავრობა გაუქმდა. 1868 წელს დადიანმა უარი თქვა (დე-იურე) სამეგრელოს მთავრის უფლებებზე. 1875 წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). 1877 წლიდან პოლკოვნიკი. ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ რუსეთის მთავრობამ დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა (169 ხელნაწერი და წიგნები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჭილაია ს., შვილები (ქრონიკა), თბ., 1973;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 330.
| |||||||
- სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები
- დაბადებული 4 იანვარი
- დაბადებული 1847
- გარდაცვლილი 23 იანვარი
- გარდაცვლილი 1903
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- დადიანები
- რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორები
- ქართველი გენერლები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალრები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- სანქტ-პეტერბურგში გარდაცვლილები