ვამეყ I დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „ვამეყ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვამეყ.

ვამეყ I დადიანი ოდიშის ერისთავი 1384-1396, ჰქონდა მანდატურთუხუცესის ტიტული. ერთიანი საქართველოს მეფეებთან ერთად ებრძოდა განკერძოების მოსურნე იმერეთის ერისთავებს. 1392 დაამარცხა იმერეთის ერისთავი გიორგი I, რომელიც ამ ბრძოლაში დაიღუპა. ვამეყ I დადიანის დახმარებით საქართველოს მეფემ გიორგი VII-მ, თემურლენგის შემოსევათა მიუხედავად, თავისი ძალაუფლება განამტკიცა დასავლეთ საქართველოში. ვამეყ I დადიანმა წარმატებით ილაშქრა ჯიქეთში და იქიდან წამოღებული მარმარილოს სვეტებითა და ფიქლებით ხობის ეკლესიას თავისი მშობლების საძვალე მიაშენა. საძვალის სამხრეთ კედლის წარწერა გვაუწყებს:

ვიკიციტატა
„ქ. სახელითა ღმრთისათა ერისთავთერისთავმან და მანდატურთ უხუცესმან დადიანმან ვამეყ მამისა მათისა [პატ]რონისა ერისთავთ ერისთავისა დადიანისა გიორგის შედეგად მიუჴდა ჯიქეთ[ს] ურწმუნოებისა და ორგულობისათჳს, რათამცა მოემსახურა. და სძლო, შეურაცხ და უჴმარ იქმნა მათი სიმაგრენი, გაგარი და უღაღნი, ყოველნივე ძალითა მოირჭუნა. მრავალთა ჯიქეთისა პატრონთაგან მიუვალი მოარბივნა. რაოდენნი მოეწყო, მათი მძევალნი წამოასხნა და სხვანი აოტნა. მაშინ მოიღო სვეტნი და ფილაქნი ესენი მარმარილოსანი და მამათა-დედათა ლარნაკი და მისი და მარეხ[ისი] გააერთ[ა]. საუკუნემცა არს ჴსენებაჲ მათი.“

ვამეყისვე თაოსნობით კონსტანტინეპოლიდან საგანგებოდ მოწვეულმა მხატვრმა კირ მანუელ ევგენიკოსმა მოხატა წალენჯიხის ეკლესია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]