ლიპარიტ II დადიანი
იერსახე
ლიპარიტ II დადიანი — ოდიშის ერისთავი 1482-1512, შამადავლე დადიანის ძე. აქტიურად ეხმარებოდა ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც ალექსანდრე II იმერეთის სამეფო ტახტზე საბოლოოდ განმტკიცდა (1488), ლიპარიტ II დადიანი იძულებული გახდა მას დამორჩილებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 248.
|