ვამეყ II დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „ვამეყ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვამეყ.

ვამეყ II დადიანიოდიშის ერისთავი 1474-1482 წლებში. ბიძა შამადავლე დადიანისა, რომლის სიკვდილის შემდეგაც დაეუფლა ოდიშს. ებრძოდა იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს, რომელმაც 1477 ილაშქრა ოდიშში. ვამეყ II დადიანი დამარცხდა და იძულებული გახდა იმერეთის მეფეს დამორჩილებოდა. 1482 წელს, ბაგრატის სიკვდილის შემდეგ ვამეყ II დადიანმა არ მისცა საშუალება მის მემკვიდრეს გამეფებულიყო და ხელი შეუწყო ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს თავისი ხელისუფლება განემტკიცებინა იმერეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]