ლევან I დადიანი
| ლევან I | |
|---|---|
|
ლევან დადიანის ფრესკა წალენჯიხის საკათედრო ტაძარში | |
| ოდიშის მთავარი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1533 |
| მმართ. დასასრული: | 1572 |
| წინამორბედი: | მამია III |
| მემკვიდრე: | გიორგი III |
| შვილები: | მამია IV დადიანი, გიორგი III დადიანი, მანუჩარ I დადიანი |
| დინასტია: | დადიანები |
| მამა: | მამია III დადიანი |
ლევან I დადიანი — ოდიშის ერისთავი (1533-?) და ოდიშის მთავარი (?-1572), მამია III დადიანის ძე. თავდაპირველად ლევან I დადიანი ცნობდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის უზენაესობას და ერისთავთერისთავის ტიტულს ატარებდა, თუმცა, ამავე დროის, სრული დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. 1548 ბაგრატ III-მ ლევან I დადიანი სადარბაზოდ მიიწვია, დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III-ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. შემდეგ ლევან I დადიანმა როსტომ გურიელის დახმარებით დაიბრუნა სამთავრო ტახტი. 1568 წელს ლევან I დადიანს იმერეთის მეფე ბაგრატ III და გიორგი II გურიელი დაუპირისპირდნენ და იძულებული გახდა სტამბოლში გამგზავრებულიყო. თურქეთის ხელისუფლებამ ცნო დამოუკიდებლობა იმერეთის სამეფოსაგან. ლევან I დადიანმა ხელმწიფის ტიტული მიიღო. იგი ოსმალთა დახმარებით გურიის მთავარს შეურიგდა; მათ ჭილაძეების სამფლობელო დაიპყრეს და გაინაწილეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 157.
| წინამორბედი: მამია III |
ოდიშის საერისთავო 1533-? |
შემდეგი: — |
| წინამორბედი: — |
ოდიშის მთავარი ?-1572 |
შემდეგი: გიორგი III |
| |||||||