მანუჩარ II დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „მანუჩარ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანუჩარ.

მანუჩარ II დადიანიოდიშის მთავარი 1791-1795, კაცია II დადიანის ძე. 1792 სოლომონ II-ის დახმარებით ტახტი წაართვა თავის ძმას, გრიგოლს. 1796 გრიგოლმა დაიბრუნა ტახტი, მანუჩარ II დადიანმა კი 1799 საუფლისწულოდ მიიღო სალიპარტიანო. ერთხანს სოლომონ II-ის შემწეობით კიდევ ებრძოდა ძმას, მაგრამ 1802 საბოლოოდ შეურიგდა მას. 1804 წელს მანუჩარმა დაკარგა სალიპარტიანო. ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ, 1805 წლის იანვარში, გრიგოლისა და მანუჩარის დედამ ანამ სალიპარტიანოს მანუჩარისათვის დატოვება სთხოვა მთავარმმართველს ციციანოვს, მაგრამ უარი მიიღო. სალიპარტიანო ოდიშის მთავრის სახასო მამულად გამოცხადდა, შემდეგ კი სამოურავოდ გადაეცათ თავად დგებუაძეებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]