მანუჩარ I დადიანი
იერსახე
Checked
| მანუჩარ I | |
|---|---|
|
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ფრესკა | |
| ოდიშის მთავარი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1590 |
| მმართ. დასასრული: | 1611 |
| წინამორბედი: | მამია IV |
| მემკვიდრე: | ლევან II |
| გარდ. თარიღი: | 1611 |
| გარდ. ადგილი: | ზუგდიდი |
| შვილები: | ლევან, იესე, მარიამ |
| დინასტია: | დადიანები |
| მამა: | ლევან I დადიანი |
მანუჩარ I დადიანი (გ. 1611, ზუგდიდი) — ოდიშის მთავარი 1590-1611, ლევან I დადიანის ძე. მანუჩარ I დადიანმა დიდი დახმარება გაუწია იმერეთის მეფე როსტომს ქართლის მეფე სიმონ I-თან ბრძოლაში; მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ოფშკვითის ბრძოლაში, სადაც სვიმონ I დამარცხდა. ამ ბრძოლის შემდეგ როსტომ მეფემ საბოლოოდ დაიმკვიდრა იმერეთის ტახტი.[1]
ილორის წმინდა გიორგის 1651 წლის წარწერაში აღნიშნულია, რომ 1611 წელს მანუჩარ დადიანს ზუგდიდში ნადირობის დროს შეეჯახა ფარუხია გოშაძის ცხენი, რის შედეგადაც ოდიშის მთავარი გარდაიცვალა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 416.
- ↑ საითიძე გ, გოშაძე ფარუხია // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 239, ISBN 99928-929-8-6.