შინაარსზე გადასვლა

მამია III დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „მამია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მამია.

მამია III დადიანი (გ. 1533) — ოდიშის ერისთავი 1512-1533, ლიპარიტ II დადიანის ძე. 1533 იანვარში იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის თაოსნობით მამია III დადიანმა გურიის ერისთავ მამია I გურიელთან ერთად ზღვით ჯიქეთში ილაშქრა. პირველ დღეს ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს, მეორე დღეს მამია III დადიანსა და მის ლაშქარს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და ოდიშის ლაშქარმა ბრძოლის ველი მიატოვა, ამის გამო ქართველები დამარცხდნენ, მამია III დადიანი მოწინააღმდეგეებმა ღალატით ხელთ იგდეს და მოკლეს.