რუმინეთის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხამანჯიელი მოაზროვნე, ხამანჯიის კულტურა. ძვ. წ. 5250-4550

2002 წელს რუმინეთის ტერიტორიაზე, პეშტერა-კუ-ოასეს (რუმ. Peștera cu Oase - გამოქვაბული ძვლებით) გამოქვაბულში, დაახლოებით 40 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს.[1] ეს ნარჩენები არის ევროპაში აღმოჩენილ ჰომო საპიენსის ნაშთებს შორის ერთერთი უძველესი. ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპის კონტინენტზე ადამიანების შესვლა მოხდა დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიის გავლით.[2] ერთერთი განამარხებული ნივთი, რომელიც არის მამაკაცის ქვედა ყბა, თარიღდება 34,000 - 36,000 წლით. შესაბამისად ის არის ევროპაში აღმოჩენილი თანამედროვე ადამიანის ერთ ერთი უძველესი განამარხებული ნივთი.[3] 2003-2005 წლებში იქვე აღმოჩენილი თავის ქალა შეიძლება ეკუთვნოდეს როგორც თანამედროვე ადამიანს, ასევე ნეანდერტალელსაც. ერიკ ტრინკაუსმა და სხვა მკვლევარებმა 2007 წელს Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნეს წერილი, სადაც გაკეთებულ აღმოჩენებზე დაყრდნობით გააკეთეს დასკვნა, რომ ამ ტერიტორიაზე ათასწლეულების წინ ორივე ჯგუფი ცხოვრობდა.

დაკია[რედაქტირება]

წარმართული ტაძრის ნანგრევები, დაკიის სამეფოს დედაქალაქ სარმიზეგეტუზაში
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დაკია.

დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის შესახებ პირველი წერილობითი ცნობა გვხვდება ჰეროდოტეს ისტორიის IV წიგნში, რომელიც ძვ. წ. 440 წელსაა დაწერილი. იქ ნათქვამია, რომ ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ გეტები, რომელთა ტომობრივი კონფედერაციაც სპარსეთის იმპერატორმა დარიოს I-მა სკვითების წინააღმდეგ ნაწარმოები კამპანიის დროს დაამარცხა.[4] შემდგომში გეტები ჩაანაცვლეს დაკიელებმა, რომლებიც ფლობდნენ დღევანდელი რუმინეთს მოლდოვას და ჩრდილოეთ ბულგარეთს. დაკიამ თავის ძლიერების მწვერვალს მიაღწია ძვ. წ. 82 - 44 წლებში, ბურებისტას მეფობის დროს. გაძლიერებული თრაკიის წინააღმდეგ იულიუს კეისარმა წამოიწყო სამხედრო კამპანია. ბურებისტამ დახმარებისთვის კეისარის მოწინააღმდეგე რომაელ მხედარმთავარ გნეუს პომპეუს მაგნუსს მიმართა, მაგრამ ძვ. წ. 44 წელს ის მოკლეს. რამდენიმე თვეში ბურებისტაც მოკლეს მისმა თავადებმა. ბურებისტას მკვლელობის შემდეგ მისი სამეფო იყო 4 ნაწილად და მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვით 95 წელს, დეცებალის მეფობის დროს მოხდა მისი გაერთიანება. რომმა დაკიის სამეფოს დამორჩილება შეძლო მხოლოს ტრაიანეს დროს. ჩვენი წელთაღეიცხვით 101-106 წლებში ნაწარმოები ორი საბრძოლო კამპანიის დროს რომმა დაკიის ძირითადი ტერიტორია დაიმორჩილა და გადააქცია რომის პროვინციად.

რომის დაკია (106-275)[რედაქტირება]

რომის დაკია 106-275 წლებში
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დაკია (რომის პროვინცია).

რომისთვის დაკიის ტერიტორიები იქ არსებული ოქროს და ვერცხლის საბადოების გამო იყო საინტერესო. საბოლოოდ რომმა მიიღო დაახლოებით 165 ტონა ოქრო და 330 ტონა ვერცხლი. რომმა დაიწყო დაკიელების ინტენსიური რომანიზაცია, ლათინურის გავრცელებამ დასაბამი მისცა პროტო-რუმინული ენის წარმოშობას.[5][6]

240 - 256 წლებში კარპებისა და გუთების შემოსევების გამო რომმა დაკია დაკარგა. რომის იმპერიამ დაკია საბოლოოდ 275 წელს დატოვა, რითიც დაკია გახდა რომის იმპერიის პირველი დაკარგული პროვინცია. დაკიის დაპყრობა რომაელების მიერ გახდა რუმინელების ეთნოგენეზისის დასაწყისი.

შუა საუკუნეები[რედაქტირება]

ბრანის ციხე-დარბაზი, ასევე ცნობილი როგორც დრაკულას სასახლე. აგებულია 1212 წელს.

შუა საუკუნეებში რუმინელები ცხოვრობდნენ სამ სამთავროში: ვლახეთში (რუმ. Ţara Românească - რუმინული მიწა), მოლდოვის სამთავროში (Moldova)და ტრანსილვანიაში (Transilvania / Ardeal).

VIII-XII საუკუნეებში, პაჭანიკებმა (თურქულენოვანი ხალხი ცენტრალური აზიის მინდვრებიდან) შავი ზღვის ჩრდილოეთი ტერიტორიები დაიკავეს. X საუკუნისთვის ისინი აკონტროლებდნენ ტერიტორიას დონსა და დუნაის შორის.[7] XI-XII საუკუნეში მომთაბარე ტომების კონფედერაცია ყივჩაღების მეთაურობით აკონტროლებდნენ ტერიტორიას აღმოსავლეთით დღევანდელი ყაზახეთიდან დასავლეთით ვლახიის ჩთვლით.[8][9][10][11]

XI საუკუნისთვის ტრანსილვანიამ უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში მოიპოვა ფართო ავტონომია. უნგრეთის მეფეები იწვევდნენ საქსებს და ასახლებდნენ ტრანსილვანიის ნაკლებად დასახლებულ მიწებზე. ტრანსილვანიის ტერიტორიაზე ასევე ცხოვრობდნენ სეკეები. ტრანსილვანიის სამთავრომ უნგრეთის სამეფოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1570 წელს, თუმცა 1711 წელს ის დაიპყრეს ჰაბსბურგებმა.

მოლდოვიის და ვლახეთის სამთავროები ჩამოყალიბდა XIV საუკუნეში, თუმცა XIV საუკუნე ოსმალეთის იმპერიამ შეძლო ვლახეთის დამორჩილება. ამ პერიოდის ცნობილი მმართველი იყო ვლად III ცეპეში (ასევე ცნობილი როგორც ვლად დრაკულა რუმ. Vlad Drăculea). ის იყო ვლახეთის თავადი 1448, 1456–62, და 1476 წლებში.[12][13] 1897 წელს მისი გავლენით ბრემ სტოკერმა შექმნა რომანი - დრაკულა. რუმინელები მას პატივს მიაგებენ როგორც სამართლიანობისა, დამოუკიდებლობის და ქრისტიანობის ოსმალეთის ექსპანსიონიზმისაგან დამცველს.[14] მოლდოვეთის სამთავრომ მისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია შტეფან III დიდის (1457 - 1504) მმართველობის დროს. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მოლდოვის სამთავროც ოსმალეთის გავლების ქვეშ მოექცა.

თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება]

მიხაი მამაცის ბეჭედი პირადი კავშირის დროს.

1541 წლისთვის ბალკანეთის მთლიანი ნახევარკუნძული და უნგრეთის ნაწილი იყო ოსმალეთის იმპერიის პროვინციები. მათგან განსხვავებით ვლახეთს, ტრანსილვანიას და მოლდავეთის სამთავროს ჰქონდათ პროტექტორატის სტატუსი. ჰქონდათ სრული საშინაო ავტონომია და XVIII საუკუნენბმდე გარკვეული საგარეო დამოუკიდებლობაც. ამ პერიოდს ასევე ეწოდება ფანარიოტების ხანა. ამ პერიოდში ასპარეზზე გამოვიდა რუსეთის იმპერია, რომელიც ასევე ემუქრებოდა რუმინულ სამთავროებს.

იანუშ II ზაპოლიამ (არა ჰაბსბურგმა უნგრეთის მეფემ) ტრანსილვანიაში ალბა-იულიაში გადაიტანა სამეფო სასამართლო, ხოლო უნგრეთის ტახტიდან გადადგომის შემდეგ გახდა ტრანსილვანიის პირველი თაპრინცი. მისი ტურდას ედიქტი (1568) ევროპის ისტორიაში აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ პირველი ედიქტი იყო. მას შემდეგ ტრანსილვანიას ძირითადად კალვინისტი უნგრელი თავადები (XVII-საუკუნებდე), ხოლო ტრანსილვანაში პროტესტანტიზმი გავრცელდა.

მიხაი მამაცი (რუმ. Mihai Viteazul) იყო ვლახიეთის მთავარი (1593–1601 წ.), ტრანსილვანიის მმართველი (1599–1600 წ.) და მოლდავეთის მთავარი (1600 წ.). მისი მმართველობის მცირე მონაკვეთში ის იყო ტრანსილვანიის და მოლდავეთის სამთავროს მმართველიც, რომლებსაც ჰქონდათ შექმნილი პირადი კავშირი.[15] მისი გარდაცვალების შემდეგ კავშირი დაიშალა. ვლახეთი და მოლდავეთის სამთავრო გახდნენ ისევ ოსმალეთის ვასალები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული საშინაო და საგარეო ავტონომია, თუმცა XVIII საუკუნეში ესეც სრულად დაიკარგა.

დამოუკიდებლობა და რუმინეთის სამეფო[რედაქტირება]

რუმინეთი 1859-2010 წლებში.

1866 წელს მოლდოვის და ვლახეთის გაერთიანებული სამთავროში მოხდა გადატრიალება, სამთავროს მმართველი ალექსანდრუ იოან კუზა გადააყენეს და მის მაგივრად ტახტი დაიკავა ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენების გრაფმა კარლმა. რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა როგორც კაროლ I.

რუმინეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) შემდეგ, სადაც ის რუსეთის მხარეს იბრძოდა.[16] 1878 წელს, ბერლინის ხელშეკრულებით რუმინეთი აღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.[17] რუმინეთმა რუსეთს გადასცა ბესარაბია და სანაცვლოდ მიიღო დობრუჯა და შავ ზღვაზე გასასვლელი.

1881 წელს, რუმინეთის სამთავროს სტატუსი შეიცვალა სამეფოთი და გახდა რუმინეთის სამეფო, ხოლო თავადი კარლო რუმინეთის მეფე კაროლ I.

1878–1914 წლები იყო რუმინეთში სტაბილურობის და განვითარების პერიოდი. ბალკანეთის მეორე ომში რუმინეთმა მხარი დაუჭირა საბერძნეთს, სერბეთს და მონტენეგროს ბულგარეთის წინააღმდეგ. შედეგად ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით (1913) რუმინეთმა მიიღო სამხრეთი დობრუჯა.[18]

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება]

რუმინელებით დასახლებული ტერიტორია, პირველ მსოფლიო ომამდე.

რუმინეთის ახალი სახელმწიფო მოქცეული იყო იმ დროის ისეთი ძლიერი სახელმწიფოების შუაში როგორებიც იყვნენ: ოსმალეთის იმპერია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია და რუსეთის იმპერია. ქვეყანა ცდილობდა მისი კულტურა, არმია და ადმინისტრაციული მოწყობა განევითარებინა იმ დროინდელი საფრანგეთის მოდელზე.

1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რუმინეთმა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. ორი წლის შემდეგ, მოკავშირეთა (განსაკუთრებით საფრანგეთის აქტიურობით) ზეწოლით 1916 წლის 14/27 აგვისტოს ის მოკავშირეთა მხარეზე ჩერთო ომში. რუმინეთმა ეროვნული ერთიანობის აღდგენის პირობა მიიღო, რაც ტრანსილვანიაზე რუმინეთის უფლების აღიარებას გულისხმობდა, რომელიც იმ დროს ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა. რუმინეთმა ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა.[19]

ცენტრალური ძალების მიერ ჩატარებული სამხედრო კომპანიის შედეგად რუმინეთმა კატასტროფული მარცხი განიცადა. 4 თვეში მან დაკარგა ქვეყნის ორი მესამედი და სახმელეთო ჯარების უდიდესი ნაწილი. როდესაც 1917 წელს შემოჭრილი ჯარების შეჩერება მოხერხდა რუმინეთის განკარგულებაში მხოლოდ მოლდოვა იყო. 1918 წელს რუმინეთს აღარ შესწევდა ომის გაგრძელების ძალა და გერმანიის იმპერიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი (ბუქარესტის ხელშეკრულება (1918)).

1918 წელს ომის დასასრულს რუმინეთი ისევ ჩაება ომში. ომის დასრულების შემდეგ რუსეთის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიები დაიშალა. ტრანსილვანიის, ბესარაბიის და ბუკოვინას მთავრობებმა გადაწყიტეს შეერთებოდნენ რუმინეთის სამეფოს, რითიც შეიქმნა დიდი რუმინეთი.

1919 წელს, სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულებით მოხდა რუმინეთის და ბუკოვინას გაერთიანების რატიფიცცირება.[20] 1920 წელს, პარიზის ხელშეკრულებით რუმინეთის და ბესარაბიის,[21] ხოლო ასევე 1920 წელს ტრიანონის საზავო ხელშეკრულებით უნგრეთმა აღიარა რუმინეთის ტრანსილვანიაზე უფლება.[22]

დიდი რუმინეთი[რედაქტირება]

დიდი რუმინეთი (1920 - 1940)
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დიდი რუმინეთი.

რუმინული გამოთქმა România Mare (ლიტერატურულ თარგმანში დიდი რუმინეთი) აღნიშნავს რუმინეთ ომებს შორის პერიოდში, როდესაც რუმინეთი მოიცავდა ყველა თავის ისტორიულ რეგიონს და ფარავდა თითქმის 300,000 კმ²-ს.[23]

დიდი რუმინეთის იდეა ასევე არის რუმინული ნაციონალიზმის ერთ ერთი გამოხატულება. ბევრისთვის დიდი რუმინეთი დღემდე ასოცირდება დაკარგულ შესაძლებლობასთან, განსაკუთრებით მას შემდეგ წარმოქმნილი კომუნისტური რუმინეთის ფონზე. ნაციონალისტური იდეის ხაზგასასმელად რუმინეთის ნაციონალისტური პარტია მას იყენებს საკუთარ დასახელებაში.

1918 წელს პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ტრანსილვანია და ბესარაბია შეუერთდა რუმინეთის ძველ სამეფოს. ტრანსილვანიის რუმინელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რუმინეთთან შეერთებას, რომელი გადაწყვეტილებაც გამოცხადდა ალბა-იულიაში. ბესარაბიამ 1917 წელს, სახელმწიფო საბჭოს (სფატულ ცერი) გადაწყვეტილებით გამოაცხადა რუსეთისგან დამოუკიდებლობა და სთხოვა რუმინეთს რუსეთის ბოლშევიკური ძალებისაგან დაცვა, რომლებიც აპირებდნენ რუმინეთშიც განეხორციელებინათ რუსეთის რევოლუცია.

ტრანსილვანიის რეგიონების: მარამურეშის, კრიშანას და ბანატის რუმინეთთან შეერთების რატიფიცირება მოხდა 1920 წელს, ტრიანონის საზავო ხელშეკრულებით. ამ დროს მოხდა ამ ტერიტორიებზე რუმინეთის უფლების აღიარება და დამოუკიდებელ უნგრეთსა და რუმინეთის სამეფოს შორის საზღვრის დადგენა. ბუკოვინასა და ბესარაბიის რუმინეთთან მიერთების რატიფიცირება ასევე 1920 წელს ვერსალის საზავო ხელშეკრულებით მოხდა. რუმინეთს ბალკანეთის მეორე ომის შემდეგ ასევე დაკავებული ჰქონდა მანამდე ბულგარეთში შემავალი სამხრეთი დობრუჯა.

1918 წლისთვის რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა ყველა ის ტერიტორია სადაც მოსახლეობის უმეტესობას შეადგენდნენ რუმინელები. ასევე მის ტერიტორიაზე მოხვდა რამდენიმე მსხვილი ეთნიკური ჯგუფი: უნგრელები, გერმანელები, ებრაელები, უკრაინელები, უნგრელები რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 28%-ს შეადგენდა. რუმინეთის 1923 წლის კონსტიტუციის საფუძველზე ეთნიკურ უმცირესობებს პარლამენტში ყავდათ წარმომადგენლენი და ასევე შექმნეს საკუთარი პარტიები (უნგრელებმა 1922 წელს, გერმანელებმა 1929 წელს, ებრაელებმა 1931 წელს).

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება]

რუმინეთის საზღვრები მეორე მსოფლიო ომის დროს

მეორე მსოფლიო ომის დროსაც რუმინეთი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ 1940 წლის 28 ივნისს მან საბჭოთა კავშირისგან მიიღო ულტიმატუმი, რომელიც ომში ჩაურთველობის შემთხვევაში შეჭრით ემუქრებოდა.[24] მოსკოვისა და ბერლინის ზეწოლის გამო, რუმინეთი იძულებული გახდა დაეტოვებინა ბესარაბია და ჩრდილოეთი ბუკოვინა, რომ თავი აერიდებინა ომში ჩართვისაგან.[25] ამ და სხვა ფაქტორების გამო რუმინეთი შეუერთდა აქსისის კავშირს, შედეგად სამხრეთი დობრუჯა გადაეცა ბულგარეთს, ხოლო რუმინეთმა მიიღო ჩრდილოეთი ტრანსილვანია.[26]

1940 წელს რუმინეთმა ტერიტორია როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით დაკარგა. ბესარაბიის ორი მესამედის ოკუპაცია მოახდინა რაბჭოთა კავშირმა და ჩამოაყალიბა მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ჩრდილოეთი ბუკოვინა და ბუდჟაკი გადაეცა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას. 1940 წლის აგვისტოში გერმანიის და იტალიის გადაწყვეტილებით ვენის მეორე სასამართლოზე რუმინეთს გადასცეს ჩრდილოეთი ტრანსილვანია. 1940 წელს კაროლის გადადგომიდან მალევე სამხრეთი დობრუჯაც დაკარგა რუმინეთმა, რომელიც გადაეცა ბულგარეთს.

რუმინეთის რუკა II მსოფლიო ომის შემდეგ.

კაროლ II-ს მიერ ნაწარმოები არასწორი დიპლომატიის გამო რუმინეთმა დაკარგა ბევრი ტერიტორია. ამის გამო არმიამ ის ტახტიდან გადააყენა და ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი იონ ანტონესკუ. ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში იყო სამხედრო მმართველობა (ეროვნულ-ლეგიონერული სახელმწიფო). იონ ანტონესკუ იძულებული იყო ხელისუფლება რკინის გვარდიასთან გაეზიარებინა. 1941 წლის იანვარში რკინის გვარდიამ წარუმატებლად სცადა მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილება. აჯანყების ჩახშობის შემდეგ იონი გახდა რუმინეთის ერთპიროვნული მმართველი. 1941 წელს რუმინეთი გერმანიის ვერმახტის მმართველობით ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში და ბესარაბიისა და ბუკოვინას დაბრუნების იმედით საბჭოთა კავშირს გამოუცხადა ომი. ომის პერიოდში რუმინეთი მესამე რაიხისთვის ნავთობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.[27] ოპერაცია ბარბაროსას განხორციელების მერე რუმინეთმა მიიღო უფლება ტრანსისტრიის სახელით ემართა ტერიტორია დნესტრსა და სამხრეთ ბუგს შორის.

ანტონესკუს რეჟიმი ნაცისტების პოლიტიკას ატარებდა.[28] ის ახორციელებდა ებრაელების და ბოშების დევნას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რუმინეთის იმ რეგიონებში (ტრანსისტრია, მოლდოვა), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ.[29] საერთაშორისო კომისიის (ვისელის კომისია, რომელიც რუმინეთის მთავრობამ 2004 წელს გაასაჯაროვა) დასკვნის თანახმად, ანტონესკუს დიქტატურის დროს სხვა და სხვა ფორმით მოხდა დაახლოებით 280,000 - 380,000 ებრაელის და ბოშას მკვლელობა (შირითადად ბესარაბიიდან, ბუკოვინადან და ტრანსისტრიიდან).[30][31]

1944 წლის 20 აგვისტოს რუმინეთისს საზღვარი გადაკვეთა საბჭოთა არმიამ. 23 აგვისტოს ანტონესკუ დაატყვევა რუმინეთის მეფე მიჰაი I-მა, რომელიც მოკავშირეების მხარეს იყო და გერმანიისთვის ომი ჰქონდა გამოცხადებული. 31 აგვისტოს საბჭოთა ჯარი შევიდა ბუქარესტში. მიუხედავად რუმინეთის მოკავშირეების მხარეზე გადასვლისა, 1947 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ნაცისტების დამარცხებაში რუმინეთის წვლილი არ აღიარეს.[32]

წითელი არმიის მხარდაჭერით რუმინეთში კომუნისტებმა არჩევნები 80%-ით მოიგეს.

კომუნისტური პერიოდი (1947–1989)[რედაქტირება]

კომუნისტებმა 1947 წელს რუმინეთის მეფე მიჰაი I-ს აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე და ქვეყანა დაეტოვებინა. რუმინეთში გამოცხადდა რესპუბლიკა.[33][34] რუმინეთი 1950-იანი წლების ბოლომდე პირდაპირ საბჭოთა კავშირის მიერ იმართებოდა. ამ პერიოდში რუმინეთის რესსურსების საბჭოთა კავშირში მასიურად გაედინებოდა.[35][36][37]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუმინეთის საბჭოთა ოკუპაციას მოყვა 1947 წელს რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბება და მეფის მიჰაი I-ის ქვეყნიდან განდევნა. რუმინეთის ლიდერი 1948 წლიდან 1965 წელს მის გარდაცვალებამდე იყო გეორგ გეორგიუ-დეჟი, რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი. მის მმართველობის დროსვე დაიწყო რუმინეთის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მოძრაობა. მან შეძლო დაერწმუნებინა ნიკიტა ხრუშჩოვი 1958 წელს რუმინეთიდან ჯარების გაეყვანა.[38] რუმინეთიდან საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, რუმინეთმა უფრო გააძლიერა დამოუკიდებელი მოქმედება. ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან რუმინეთი ერთადერთი იყო რომელმაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შესვლას მხარი არ დაუჭირა. ის ასევე ერთადერთი იყო ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან, რომელმაც 1967 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელთან არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა და 1963 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკასთან ეკონომიური, ხოლო 1968 წელს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.[39]

1977 - 1981 წლებში რუმინეთის საგარეო ვალი მკვეთრად გაიზარდა (3-დან 10 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე),[40] შედეგად საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის გავლენა იზრდებოდა რაც არ თავსდებოდა ჩაუშესკუს ავტარკიულ პოლიტიკასთან. საბოლოოდ ჩუშესკუს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი რომლის მიხედვითაც ვალების საბოლოო გასტუმრება 1989 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. მან ქვეყანაში გაატარა პოლიტიკა რომლის შედაგადაც ქვეყანა გადაიქცა პოლიციურ სახელმწიფოდ და შექმნა მისი პიროვნების კულტი. საბოლოოდ მოსახლეობის უკმაყოფილება გადაიზარდა რევოლუციაში, რომლის შედეგადაც 1989 წელს ჩაუშესკუ ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს.

რუმინეთის კომუნისტური ეპოქა დასრულდა 1989 წლის 22 დეკემბერს, როდესაც ეროვნული გადარჩენის ფრონტმა რუმინეთში დემოკრატიული წყობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Trinkaus, E.; Milota, S; Rodrigo, R; Mircea, G; Moldovan, O (2003), "Early Modern Human Cranial remains from the Peştera cu Oase" (PDF), Journal of Human Evolution 45 (3): 245–253, , PMID 14580595, http://www.geo.edu.ro/sgr/mod/downloads/PDF/Trinkaus-JHE-2003-45-245.pdf
  2. Zilhão, João (2006), "Neanderthals and Moderns Mixed and It Matters", Evolutionary Anthropology 15 (5): 183–195, , http://www3.interscience.wiley.com/cgi-bin/fulltext/113440973/PDFSTART, rაკითხვის თარიღი: 10-01-2008
  3. Jonathan Amos, "Human fossils set European record", BBC News, 22 September 2003
  4. ჰეროდოტე (1859), ჰეროდოტეს ისტორია, Derby & Jackson, pp. 213–217, http://books.google.com/?id=sfHsgNIZum0C&pg=PA215&lpg=PA215&dq=herodotus+dacians+darius, rაკითხვის თარიღი: 10-01-2008
  5. Matley, Ian (1970). Romania; a Profile. Praeger, გვ. 85. 
  6. Giurescu, Constantin C. (1972). The Making of the Romanian People and Language. Bucharest: Meridiane Publishing House, გვ. 43, 98–101, 141. 
  7. http://www.britannica.com/EBchecked/topic/448299/Pechenegs
  8. http://www.cambridge.org/catalogue/catalogue.asp?isbn=9780511110153&ss=fro
  9. http://www.eliznik.org.uk/RomaniaHistory/wallachia-history.htm
  10. http://www.gather.com/viewArticle.jsp?articleId=281474977384642
  11. http://books.google.com/books?id=8C6P3PYaPmQC&pg=PA137&lpg=PA137&dq=%22cuman%22+wallachia
  12. Schoolfield, George C. (2004). A Baedeker of Decadence: Charting a Literary Fashion, 1884-1927. Yale University Press. ISBN 0-300-04714-2. 
  13. Vlad Tepes: The Historical Dracula
  14. Count Dracul's Legend, 2006, http://www.romaniatourism.com/dracula.html
  15. (რუმინული)Rezachevici, Constantin (2000), "Mihai Viteazul: itinerariul moldovean", Magazin istoric (5)
  16. (რუსული) San Stefano Preliminary Treaty, 1878, http://www.hist.msu.ru/ER/Etext/FOREIGN/stefano.htm
  17. Modern History Sourcebook: The Treaty of Berlin, 1878 - Excerpts on the Balkans, Berlin, 13 July 1878, http://www.fordham.edu/halsall/mod/1878berlin.html
  18. Anderson, Frank Maloy; Hershey, Amos Shartle (1918), Handbook for the Diplomatic History of Europe, Asia, and Africa 1870-1914, Washington D.C.: Government Printing Office
  19. Horne, Charles F., Ion Bratianu's Declaration of War Delivered to the Austrian Minister in Romania on 28 August 1916, V, Source Records of the Great War, http://www.firstworldwar.com/source/romaniawardeclaration.htm
  20. Bernard Anthony Cook (2001). Europe Since 1945: An Encyclopedia. Taylor & Francis, გვ. 162. ISBN 0-8153-4057-5. წაკითხვის თარიღი: 07-12-2007. 
  21. Malbone W. Graham (October 1944). „The Legal Status of the Bukovina and Bessarabia“. The American Journal of International Law 38 (4). 
  22. Text of the Treaty of Trianon. World War I Document Archive. წაკითხვის თარიღი: 07-12-2007.
  23. (რუმინული)Statul National Unitar (România Mare 1919 - 1940)
  24. (რუმინული)Soviet Ultimata and Replies of the Romanian Government in Ioan Scurtu, Theodora Stănescu-Stanciu, Georgiana Margareta Scurtu, Istoria Românilor între anii 1918-1940 (in Romanian), ბუქარესტის უნივერსიტეტი, 2002
  25. Nagy-Talavera, Nicolas M. (1970), Green Shirts and Others: a History of Fascism in Hungary and Romania, p. 305
  26. M. Broszat (1968). „Deutschland — Ungarn — Rumänien. Entwicklung und Grundfaktoren nationalsozialistischer Hegemonial- und Bündnispolitik 1938-1941“ (German). Historische Zeitschrift (ჟურნალი) (206): გვ. 552–553. 
  27. The Biggest Mistakes In World War 2:Ploesti - the most important target. წაკითხვის თარიღი: 08-12-2007.
  28. (09-11-2005) რედ. Ronald D. Bachman: Romania:World War II, 2, Washington D.C.: Library of Congress.Federal Research Division. OCLC DR205.R613 1990. წაკითხვის თარიღი: 08-12-2007. 
  29. Raul Hilberg. ; Yad Vashem (2004)Executive Summary: Historical Findings and Recommendations (PDF). International Commission on the Holocaust in Romania. დაარქივებულია ორიგინალიდან 2010-03-13-ში. ციტატა: „“no country, besides Germany, was involved in massacres of Jews on such a scale.”“ წაკითხვის თარიღი: 01-11-2007.
  30. Ilie Fugaru, Romania clears doubts about Holocaust past, UPI, 11 November 2004
  31. International Commission on the Holocaust in Romania. (11 November 2004)Executive Summary: Historical Findings and Recommendations (PDF). Final Report of the International Commission on the Holocaust in Romania. Yad Vashem (The Holocaust Martyrs' and Heroes' Remembrance Authority). დაარქივებულია ორიგინალიდან 13 March 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 25-07-2006.
  32. Eugen Tomiuc. (May 6, 2005)World War II – 60 Years After: Former Romanian Monarch Remembers Decision To Switch Sides. წაკითხვის თარიღი: 2007-12-08.
  33. CIA - The World Factbook - Romania
  34. Romania - Country Background and Profile at ed-u.com - The Colossal Education Mega
  35. Rîjnoveanu, Carmen (2003) (PDF), Romania's Policy of Autonomy in the Context of the Sino-Soviet Conflict, Czech Republic Military History Institute, Militärgeschichtliches Forscheungamt, pp. 1, http://www.servicehistorique.sga.defense.gouv.fr/07autredossiers/groupetravailhistoiremilitaire/pdfs/2003-gthm.pdf
  36. Roper, Stephen D. (2000), Romania: The Unfinished Revolution, ლონდონი: Routledge, pp. 18, ISBN 90-5823-027-9
  37. Cioroianu, Adrian (2005) (რუმინული), On the Shoulders of Marx. An Incursion into the History of Romanian Communism, Bucharest: Editura Curtea Veche, pp. 68–73, ISBN 973-669-175-6
  38. Johanna Granville, "Dej-a-Vu: Early Roots of Romania's Independence," East European Quarterly, vol. XLII, no. 4 (Winter 2008), pp. 365-404.
  39. "countrystudies.us - Romania: Soviet Union and Eastern Europe"
  40. Deletant, Dennis, New Evidence on Romania and the Warsaw Pact, 1955-1989, Cold War International History Project e-Dossier Series, http://www.wilsoncenter.org/index.cfm?topic_id=1409&fuseaction=topics.publications&doc_id=16367&group_id=13349