სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება (1919)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება.
სენ-ჟერმენის ხელშეკრულება
სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება
Château de Saint-Germain-en-Laye01.jpg
სენ-ჟერმენის სასახლე, სადაც მოხდა ხელშეკრულების ხელმოწერა.
ხელი მოეწერა
ადგილი
10 სექტემბერი, 1919
სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი
ძალაში შევიდა
პირობები
16 ივლისი, 1920
ავსტრიის დამფუძნებელი კრების მიერ რატიფიცირება
ვადა გაუვიდა 1938
ხელი მოაწერეს ავსტრიის დროშა ავსტრია
აშშ-ის დროშა აშშ
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
იაპონიის დროშა იაპონია
რატიფიკაცია 17 ოქტომბერი, 1919
მეანაბრე საფრანგეთის მთავრობა
ენები ფრანგული, ინგლისური, იტალიური

სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულებაპირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დამამთავრებელი ერთ-ერთი საზავო ხელშეკრულება, დამდები მხარეები იყვნენ: ერთი მხრით, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და სხვა „მოკავშირე და გაერთიანებული სახელმწიფოები“ და, მეორე მხრით, ავსტრია. ხელი მოაწერეს ქალაქ სენ-ჟერმენ-ან-ლეში (პარიზის მახლობლად).

10 სექტემბერს სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულებამ დაადასტურა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლა და მის ტერიტორიაზე ავსტრიის რესპუბლიკის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, სერბია-ხორვატია-სლოვენიის (1929 წლიდან — იუგოსლავია) სახელმწიფოს შექმნა.

ავსტრიამ იკისრა მთავარი „მოკავშირე და გაერთიანებული სახელმწიფოების“ მიერ დადგენილი ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, სერბია-ხორვატია-სლოვენიის სახელმწიფოს და ჩეხოსლოვაკიის საზღვრების ცნობა. მასვე დაეკისრა რეპარაციები, აეკრძალა სამხედრო ავიაციისა და სამხედრო ფლოტის შექმნა. ბუკოვინის სახალხო ვეჩეს 1918 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ბუკოვინის საბჭოთა უკრაინასთან შეერთების შესახებ მხედველბაში არ მიიღეს და ბუკოვინა მთლიანად გადაეცა რუმინეთს, იტალიამ მიიღო სამხრეთ ტიროლი და სხვა ტერიტორიები. სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების 88-ე მუხლი კრძალავდა ავსტრიის დამოუკიდებლობის შელახვას, მის შეერთებას გერმანიასთან (ანშლუსი), რაც შეესაბამებოდა 1919 წლის ვერსალის საზავო ხელშეკრულების 80-ე მუხლს. სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა ავსტრიის დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 17 ოქტომბერს. ძალაში შევიდა 1920 წლის 16 ივლისს.

1938 წლის მარტში ფაშისტური გერმანიის მიერ ავსტრიის დაპყრობით სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების პირობები მთლიანად გაუქმდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]