ლუქსემბურგის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუქსემბურგის სამი გაყოფა.

ლუქსემბურგის ისტორია — წარმოადგენს ქვეყანა ლუქსემბურგის და მისი გეოგრაფიული არეალის ისტორიას. მისი წერილობითი ისტორია იწყება ძველი რომის იმპერიის ხანიდან. ლუქსემბურგის, როგორც ცალკე პოლიტიკური ერთეულის ისტორიის დასაწყისად მიიჩნევა 963 წელი. შემდგომი ხუთი საუკუნის განმავლობაში ლუქსემბურგების ძლიერი დინასტია ჩამოყალიბდა, თუმცა მათმა გაქრობამ გამოიწვია ქვეყნის დამოუკიდებლობის დასასრულიც. შემდგომ მცირე ხნით შედიოდა ბურგუნდიის საჰერცოგოს შემადგენლობაში და 1477 წელს ჰაბსბურგების დინასტიის ხელში გადავიდა.

ნიდერლანდების რევოლუციის შემდეგ სამხრეთი ნიდერლანდის ნაწილი გახდა, რომელიც 1713 წელს ჰაბსბურგების ავსტრიულ შტოს გადაეცა. რევოლუციური საფრანგეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, 1815 წლის პარიზის ხელშეკრულებით, ლუქსემბურგი გადაკეთდა დიდ საფერცოგოდ და ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოსთან პირად უნიაში შევიდა. ამ ხელშეკრულებამ ასევე გამოიწვია ლუქსემბურგის მეორე დაყოფა (პირველი მოხდა 1658, ხოლო მესამე 1839 წლებში.) ამ შეთანხმებებმა ლუქსემბურგის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა, დღევანდელი ფარგლებში დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1867 წელს ლუქსემბურგის კრიზისის შემდეგ მოიპოვა.

შემდგომ წლებში ლუქსემბურგი გერმანიის გავლენის სფეროში მოექცა. ის გერმანიის მიერ ორჯერ იყო ოკუპირებული 1914 - 1918 და 1940 - 1944 წლებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: ფინანსური მომსახურების განვითარების, პოლიტიკური სტაბილურობის და ევროპული ინტეგრაციის წყალობით ლუქსემბურგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა გახდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arblaster, Paul. A History of the Low Countries (Palgrave Essential Histories) (2005)
  • Blom, J.C.H. History of the Low Countries (2006)
  • de Vries, Johan. "Benelux, 1920-1970," in C. M. Cipolla, ed. The Fontana Economic History of Europe: Contemporary Economics Part One (1976) pp 1–71
  • Kossmann, E. H. The Low Countries 1780–1940 (1978)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]