სარმიზეგეტუზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციხესიმაგრის ხედი

სარმიზეგეტუზა (ლათ. Sarmisegetuza Regia, Sarmisegetusa, Sarmisegethusa, Sarmisegethuza) — დაკიის მთავარი სამხედრო, რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. დაკიის მეფეების, მათ შორის დეცებალის, რეზიდენცია. მდებარეობს რუმინეთის ქალაქ ორეშტიეს მახლობლად, სამხრეთ-დასავლეთ ტრანსილვანიაში, მთებში. ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე.

დაანგრიეს რომაულმა ძალებმა დაკიის ომების პერიოდში. 106 წელს აქ გაიმართა სარმიზეგეტუზის ბრძოლა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა ტრაიანე-დეცებალის 101-106 წლების ომის პერიოდში. ქალაქის განადგურების შემდეგ მისგან 50 კმ-ში დააარსეს რომაული დაკიის ახალი დედაქალაქი ულპია-ტრაიანა.

1999 წელს ციხესიმაგრე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, როგორც დაკიის ციხესიმაგრეების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: