ბესარაბია
ბესარაბია (რუმ. Basarabia, უკრ. Бессарабія) — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთით ბესარაბიას ესაზღვრება შავი ზღვა, დასავლეთით — მდინარე პრუთი, ხოლო აღმოსავლეთით — მდინარე დნესტრი.
ისტორიული ბესარაბიის ტერიტორია დღესდღეობით მეტწილად მოლდოვაშია, ხოლო მისი სამხრეთი ნაწილი ბუჯაკი და ჩრდილო ნაწილი ჰოტინი — უკრაინაში.
საუკუნეების განმავლობაში ბესარაბია ავსტრიის, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ამ სახელმწიფოებისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდა.
რეგიონს სახელწოდება „ბესარაბია“ 1812 წელს მიეცა, როდესაც მოლდოვას სათავადო რუსეთს შეუერთდა. 1917 წლამდე ძირითადად რუმინელებით დასახლებული ბესარაბია რუსეთის იმპერიის გუბერნიად დარჩა, მეორე მსოფლიო ომამდე რუმინეთის აღმოსავლეთი პროვინცია იყო, ხოლო შემდეგ იგი საბჭოთა კავშირმა შემოიერთა.
[რედაქტირება] სახელწოდება
ცნება „ბესარაბია“ მომდინარეობს რუმინელი თავადის ბასარაბის სახელისგან, რომელიც ამ რეგიონში XIII-XIV საუკუნეებში ბატონობდა. ამით ამ სახელწოდებას არაბეთთან კავშირი არ აქვს. ძველად ლათინურად მის სამხრეთ ნაწილს Terra Bassarabum ერქვა, ხოლო 1812 წლიდან რუსეთმა სახელწოდება „ბესარაბია“ მთელ რეგიონზე მდინარეებამდე პრუთსა და დნესტრამდე განავრცო.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ჩარლი აპსონ კლარკი. 1927. "ბესარაბია: რუსეთი და რუმინეთი შვ ზღვაზე". (წიგნის ელექტრონული ვერსია).
- ბესარაბიელი გერმანელები რუსეთიდან ვებ გვერდი
- რუკები, გეტოები და მასობრივი მკვლელობების ადგილები რუმინეთ-ბესარაბიაში 1941-1942
- შოლტოი - სოფელი ჩრდილოეთ ბესარაბიაში
- ჰანოვკა - გერმანული სოფელი ბესარაბიაში 1896-1940 (გერმანული ვებ გვერდი)
- "ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინას პრობლემა მეოორე მსოფლიო ომის დროს", ჯორჯ ციორენესკუ, რადიო თავისუფალი ევროპა, 2 დეკემბერი, 1981.
- ბესარაბია - გერმანული უმცირესობის სამშობლო