დრაკულა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირველი გამოცემის ყდა

დრაკულა (Dracula) — მწერალ ბრემ სტოკერის 1897 წლის საშინელებათა გოთიკური რომანი.[1]

ნაშრომი ცნობილია ვამპირ გრაფ დრაკულას მსოფლიო კულტურაში პირველად გამოჩენით. მასში მოთხრობილია დრაკულას ტრანსილვანიიდან ინგლისში გადასახლებაზე და ბრძოლაზე მასსა და პროფესორ აბრაჰამ ვან ჰელსინგს შორის. პერსონაჟი ნაწილობრივ ეფუძნება ვლად III ცეპეშის პიროვნებას.

„დრაკულამ“ გავლენა იქონია არაერთ ლიტერატურულ ჟანრზე, როგორებიც არის ვამპირული ლიტერატურა და გოთიკური რომანი. რომანში განხილულია ვიქტორიანული ეპოქის პერიოდში ქალთა როლი, სექსუალური შეკრებები, იმიგრირება, კოლონიალიზმი და პოსტ-კოლონიალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ სტოკერს ვამპირები არ გამოუგონია, სწორედ მას მიაწერენ მათი თანამედროვე ფორმის შექმნას. რომანი შემდგომში წარმოდგენილი იქნა არაერთი თეატრალური დადგმის, ფილმისა თუ სატელევიზიო ინტერპრეტაციის სახით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • DraculaProject Gutenberg-ზე, 1897 წლის გამოცემის ტექსტური ვერსია. PDF
  • Dracula, New York: Grosset & Dunlap, 1897. Scanned first edition from Internet Archive.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. First published as a hardcover in 1897 by Archibald Constable and Co. See http://www.bramstoker.org/novels.html Bibliography of Stoker's novels at Bram Stoker Online.