დობრუჯა
დობრუჯა, ან დობრუდჯა (რუმ. Dobrogea; ბულგ. Добруджа, Dobrudzha; თურქ. Dobruca; ბერძნ. Δοβρουτσά, Dovroutsá), არის ისტორიული რეგიონი ბულგარეთსა და რუმინეთში, მდებარეობს მდინარე დუნაის და შავ ზღვას შორის, მოიცავს დუნაის დელტას, რუმინეთის სანაპიროს და ყველაზე ჩრდილოური ნაწილს, აქვე შედი ბულგარეთის სანაპირო ზოლიც. დობრუჯას ტერიტორია შეიცავს ჩრდილოეთ დობრუჯას რუმინეთში და სამხრეთ დობრუჯას ბულგარეთში.
რუმინეთში არსებული დობრუჯას ტერიტორია შედეგება, ორი ჟუდეცისგან: კონსტანტა და ტულჩა, ამ ტერიტორიის ფართობი შეადგენს 15,500 კმ² და აქ მილიონზე მეტი მცხოვრები ცხოვრობს. რუმინეთის დობურჯაში არსებული მნიშვნელოვანი ქალაქები: კონსტანტა, ტულჩა, მედგიდია და მანგალია. ბულგარეთის რეგიონი დობრუჯა იყოფა ორ რეგიონად: დობრიჩად და სილისტრენიად. ამ ტერიტორიის ფართობი შეადგენს 7,565 კმ², აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 350,000 ადამიანს, ბულგარული დობრუჯას მნიშვნელოვანი ქალქებია: დობრიჩი და სილისტრენია (რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი).
სტატიის