ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი
Ben Nevis south face.jpg
ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი, ბენ-ნევისი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
მდებარეობა შოტლანდია
გეოგრაფია
ფართობი 40 ათ. კმ² კმ²
უმაღლესი წერტილი ბენ-ნევისი
სიმაღლე 1344 მ 

ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი (ინგლ. Northern Highlands) — მთიანეთი დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შოტლანდიაში. ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი შუა შოტლანდიის დაბლობით გამოყოფილია სამხრეთ შოტლანდიის მაღლობისაგან. ფართობი დაახლოებით 40 ათ. კმ². სიმაღლე 1344 მ (მთა ბენ-ნევისი). აგებულია გრანიტებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით, კვარციტებით. ტექტონიკური ქვაბულებით დანაწევრებულია ცალკეულ ზეგნებად და ქედებად. მთის კალთები დანაწევრებულია ხეობებით, დასავლეთით — ფიორდებით. ბევრია მდინარე, ტბა და ჭაობი. შემოსილია მანანიანით, მდელოს ბალახეულით, არყისა და ფიჭვის ტყეებით, განვითარებულია მესაქონლეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]