14 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ოქტომბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
14 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 287-ე დღე (ნაკიან წლებში – 288-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 78 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1582 - გრიგორიანული კალენდრის შემოღების გამო ამ წელიწადის ეს რიცხვი არ არსებობს იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.
- 1773 - ისტორიაში პირველი განათლების სამინისტრო, ეროვნული განათლების კომისია, შეიქმნა პოლონეთში.
- 1867 - იაპონიაში გადადგა ტოკუგავას შოგუნატის მე-15 და ბოლო შოგუნი.
- 1884 - ჯორჯ ისტმანმა დააპატენტა ფოტოფირი.
- 1912 - საარჩევნო კამპანიის დროს მილუოკიში, (ვისკონსინი), მყოფი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ იქნა სალონის მფლობელ ვილიამ ფრანკის მიერ. რუზველტი ღია ჭრილობით მაინც ახერხებს დაგეგმილი სიტყვით გამოსვლას.
- 1920 - სსრკ ფინეთს უთმობს პეტსამოს პროვინციის ტერიტორიის ნაწილს.
- 1933 - ნაცისტური გერმანია ერთა ლიგას გამოეყო.
- 1943 - იაპონია ფილიპინების „დამოუკიდებლობას“ აცხადებს.
- 1944 - ბრიტანელი ჯარისკაცები ათენში შედიან.
- 1949 - ჩინეთის წითელმა არმიამ კანტონის (გუანჯოუ) ოკუპაცია მოახდინა.
- 1953 - აშშ მიწისქვეშა ატომურ ტესტს ახორციელებს ნევადას ატომური ტესტირების პოლიგონზე.
- 1962 - სსრკ ატარებს საცდელ ატომურ აფეთქებას სემიპალატინსკის ატომურ პოლიგონზე, აღმ. ყაზახეთში.
- 1964 : ლეონიდ ბრეჟნევი სსრკ კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა.
- 1964 - ფილიპსი იწყებს ექპერიმენტებს ფერადი ტელევიზორის შესაქმნელად.
- 1964 - ამერიკელი ადამიანთა უფლებების დაცვის მოძრაობის ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი, უმც. ხდება ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი.
- 1966 - ქალაქ მონრეალში საზეიმოდ იხსნება მეტროს სისტემა (მონრეალის მეტრო).
- 1966 - 175 აშშ სამხედრო თვითმფრინავი ჩრდილოეთ ვიეტნამზე იერიშს იღებს.
- 1969 - სსრკ ატარებს ატომურ გამოცდას კუნძულ ახალ მიწაზე (ნოვაია ზემლია).
- 1970 - აშშ ატარებს ხელმეორე მიწისქვეშა ატომურ გამოცდას ნევადას პოლიგონზე.
- 1978 - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ატარებს ატომურ გამოცდას ლოპ ნორზე.
- 1979 - ჰომოსექსუალისტთა პირველი მარში ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), რომელზეც 200 000 ადამიანმა მოიყარა თავი, მოთხოვნით „ბოლო მოეღოს ჰომოსექსუალისტთა ყველანაირ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და ლეგალურ დისკრიმინაციას“.
- 1979 - 100 000 ადამიანი უერთდება დემონსტრაციას ბონში, (გერმანია) ატომური ენერგიის გამოყენების წინააღმდეგ.
- 1980 - ბობ მარლის ბოლო კონცერტი.
- 1981 - ეგვიპტის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჰოსნი მუბარაკი, ა. სადატის მოკვლიდან ერთი კვირის შემდეგ.
- 1994 - პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ პერესი იყოფენ ნობელის მშვიდობის პრემიას.
- 1994 - კინოფილმი „მაკულატურა“ გამოდის კინოთეატრებში.
- 2006 : ვლადიმირ კრამნიკი ამარცხებს ვესელინ ტოპალოვს და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი ხდება.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1257 : პჟემისლავ II — პოლონეთის მეფე
- 1633 : ჯეიმზ II — ინგლისის და შოტლანდიის მეფე
- 1643 : ბაჰადურ შაჰ I — ინდოეთის იმპერატორი
- 1644 : უილიამ პენი — პენსილვანიის ინგლისელი დამფუძნებელი (გ. 1718)
- 1784 : ფერდინანდ VII — ესპანეთის მეფე
- 1804 : ორბელიანი, გრიგოლ — ქართველი პოეტი
- 1861 : ფანცხავა, რომანოზ — ქართველი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი (გ.1928)
- 1866 : ახნაზაროვი, არტემ — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე (გ.1942)
- 1890 : ეიზენჰაუერი, დუაიტ — აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი (გ.1969)
- 1894 : ე.ე. კემინგსი — ამერიკელი პოეტი (გ. 1962)
- 1906 : არენდტი, ჰანა — გერმანელი ფილოსოფოსი (გ.1975)
- 1906 : იმამ ჰასან ალ ბანა — მუსლიმანთა საძმოს ეგვიპტელი დამაარსებელი (გ. 1949)
- 1927 : მური, როჯერ — ინგლისელი მსახიობი
- 1929 : ბაირამაშვილი, რევაზ — ქართველი არქიტექტორი.
- 1930 : მობუტუ სესე სეკო — ზაირის პრეზიდენტი 1965-1997 (გ.1997)
- 1939 : რალფ ლორენი — ამერიკელი მოდის დიზაინერი
- 1946 : ჩუხრაი, პავლე — რუსი რეჟისორი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1066 : ჰაროლდ II გოდვინსონი — ინგლისის მეფე
- 1256 : კუჯო იორიცუგო — იაპონელი სიოგუნი
- 1318 : ბრუსი, ედუარდ — ირლანდიის მეფე
- 1610 : ამაგო იოსიჰისა — იაპონელი სამურაი და მეომარი (დ.1540)
- 1711 : ტევოფლოსი — ეთიოპიის იმპერატორი
- 1944 : რომელი, ერვინ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე (დ.1891)
- 1953 : ტოკუდა კიუიტი — იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დ.1894)
- 1977 : კროსბი, ბინგ — ამერიკელი მომღერალი (დ.1903)
- 1984 : რილი, მარტინ — ინგლისელი რადიო-ასტრონომი
- 1990 : ბერნსტეინი, ლენარდ — ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი (დ.1918)
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
- მცხეთობა-სვეტიცხოვლობა
- მირიან III და ნანა დედოფალი
- წმინდა სიდონია
- აბიათარ მღვდელი
- წმინდა მელქისედეკი
- მოციქული ანანია
- რომანოზ ტკბილადმგალობელი
- იოანე კუკუზელი
- დომნინე თესალონიკელი
- მიქაელ ზობიელი და მასთან 36 ღირსმოწამე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |