მემფისი (ტენესი)

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მემფისი
Memphis
Memphis from the Air 04.jpg


ქვეყანა აშშ
შტატი ტენესი
ქაუნთი შელბი
კოორდ. 35°07′03″N 89°58′16″W / 35.1175, -89.97111
დაარსდა 1819
ქალაქი 1826 წლიდან
ფართობი 763.4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 103
მოსახლეობა 670,902 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 898.6 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,260,581
დროის სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
ტელ. კოდი 901
საიტი http://www.memphistn.gov
მემფისი (ტენესი) (აშშ)
მემფისი (ტენესი)
მემფისი (ტენესი) (ტენესი)
მემფისი (ტენესი)

მემფისი (Memphis, Tennessee), ქალაქი აშშ–ში, ტენესის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ–აღმოსავლეთში , მდინარე მისისიპის ნაპირზე, 670,902 მცხოვრებით. დაარსდა 1819 წელს. სამოქალაქო ომში 1861 წელს ის კონფედერატების ხელში აღმოჩნდა, 1862 წლის 6 ივნისის ბრძოლის შემდეგ ის დაიბრუნეს უნიონისტებმა. ქალაქი ვითარდებოდა და იზრდებოდა, მაგრამ ყვითელი ცხელების სამმა ეპიდემიამ 1873-1879 წლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიწირა, მრავალმაც დატოვა ქალაქი და მემფისი დაცარიელდა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს აღიდგინა თავისი მნიშვნელობა ქალაქმა. მემფისის განვითარებაში განსაკუთრებით დიდი როლი შეასრულა მემფისელმა პოლიტიკოსმა ედვარდ კრამპმა (Edward Hull Crump), რომელიც 1910–1954 იყო ქალაქის მრავლგზის არჩეული მერი და ასევე კონგრესმენი ტენესიდან. მემფისის ინფრასტრუქტურის შექმნაში მისი წვლილი განუზომელია. ამ ქალაქში 1968 წლის 4 აპრილს მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. მემფისი, ისევე როგორც ტენესის შტატის მეორე უმნიშვნელოვანესი ქალაქი ნეშვილი, ამერიკული მუსიკის ცენტრად და აკვნად შეიძლება ჩაითვალოს.



პირადი ხელსაწყოები