ხორვატული ენციკლოპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხორვატული ენციკლოპედია (ხორ. Hrvatska enciklopedija) ენციკლოპედიური ლექსიკონი ხორვატულ ენაზე, გამოცემულია Miroslav Krleža Lexicographical Institute-ის მიერ.

პირველი ხორვატული ენციკლოპედიის გამოცემა 1930-იან წლებში დაიწყო ზაგრებში გამომცემელ მათე უჟევიჩის მიერ. ხორვატიის ბანოვინის ჩამოყალიბების შემდეგ პროექტმა სახელმწიფო დახმარება მიიღო, გარკვეული სუბსიდია ხორვატიის კათოლიკურმა ეკლესიამაც გასწია. სტატიები ზაგრების უნივერსიტეტის აკადემიკოსების მიერ იწერებოდა. ენციკლოპედია 12 ტომად იყო ჩაფიქრებული. პირველი ტომი 1941 წლის 10 თებერვალს გამოიცა. ორიოდე თვეში იოგოსლავიის სამეფოც დაიშალა და ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო დაფუძნდა. გამოცემის მეხუთე ტომი უკვე 1945 წლის დამდეგს დაიბეჭდა სახელმწიფოს დაცემის დღეებში. როდესაც იუგოსლავიელი პარტიზანები შევიდნენ ზაგრებში, მეხუთე ტომის მასობრივი განადგურება დაიწყო. ენციკლოპედიის რედაქტორებმა პროექტზე მუშაობა შეწყვიტეს. ხსენებულ ენციკლოპედიაზე მომუშავეთა უმეტესობა მოგვიანებით დიდი იუგოსლავიური ენციკლოპედიის ხორვატულენოვან ვერსიაზე მუშაობაში ჩაერთო. ეს უკანასკნელი ინიცირებული იყო ხორვატი მწერლის მიროსლავ კრლეჟას მიერ. 1991 წლიდან, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პირველი ნაბიჯები გადაიდგა ახალი ენციკლოპედიის შემნისკენ. 1999 წელს მიროსლავ კრლეჟას ლექსიკოგრაფიულმა ინსტიტუტმა დაგეგმილი 11-ტომეულის პირველი ტომი გამოსცა. 2007 წლის აპრილისთვის უკვე მერვე ტომი დაიბეჭდა, ხოლო 2009 წლის სექტემბერში საფინალო მე-11 ტომმა იხილა დღის სინათლე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]