შტეფან ცვაიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტეფან ცვაიგი
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-de-at" does not exist
დაბადების თარიღი 28 ნოემბერი, 1881(1881-11-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[17]
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1942(1942-02-22)[18] [17] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი პეტროპოლისი[17]
დასაფლავებულია ბრაზილია
საქმიანობა მწერალი[15] , მთარგმნელი[15] , ჟურნალისტი, დრამატურგი, პოეტი[15] , ლიტერატურული კრიტიკოსი, ისტორიკოსი, ბიოგრაფი, რომანისტი, პროზაიკოსი[15] და ესეისტი[15]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
 ავსტრია
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
Magnum opus საჭადრაკო ნოველა, The World of Yesterday, უცნობი ქალის წერილი, The Post Office Girl და Beware of Pity
ჯილდოები სამხრეთის ჯვრის ორდენი[19]
მეუღლე ფრიდერიკ მარია ცვაიგი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

შტეფან ცვაიგი (დ. 28 ნოემბერი 1881, ვენა, ავსტრია – გ. 22 თებერვალი, 1942, პეტროპოლისი, ბრაზილია) — ავსტრიელი ებრაელი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცვაიგი დაიბადა ავსტრიაში, კერძოდ, ქალაქ ვენაში. ვენის უნივერსიტეტში იგი სწავლობდა ფილოსოფიას და ფსიქოანალიზის თეორიას, სადაც ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ფსიქიატრი და ნევროლოგი, ფსიქოანალიზის მამამთავარი — ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ცვაიგის უფროსი თანამედროვე, მისი მეგობარი და მკურნალი ექიმიც კი იყო. ცვაიგმა თავიდან მოკლე მოთხრობების წერა დაიწყო, რამაც საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახადა. ამავე დროს იგი ძალიან აქტიურად თარგმნიდა მრავალ ფრანგულ ნამუშევარს გერმანულად. 1927 წელს, როდესაც შტეფან ცვაიგის ნოველების ციკლ „ჯაჭვის“ სამივე ტომი ერთდროულად გამოიცა, ავტორის მოთხოვნის შესაბამისად, სამივე წიგნი სხვადასხვა ფერის ყდაში ჩასვეს: მწვანეში, ნარინჯისფერსა და ცისფერში. მწერალს ამ მხრივაც უნდოდა ხაზი გაესვა, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის განცდათა ტიპოლოგიურ გამას, დალაგებულს ასაკობრივი თანამიმდევრობით: მწვანე ხატოვნად გამოხატავდა ბავშვობას, ნარინჯისფერი — სიმწიფის ხანას, ხოლო ღია ლურჯი — კლიმაქტერიული ხანდაზმულობის პერიოდს. და საერთოდაც, ემოციების ანალიზი, განცდათა ეტიოლოგიის შესწავლა ცვაიგის უდიდესი გატაცება იყო. მეორე მსოფლიო ომმა მას დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ადამიანს და ასევე როგორც მწერალს. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ებრაელი იყო, იძულებული გახდა ავსტრიიდან წასულიყო. მან ვერსად ჰპოვა სულიერი სიმშვიდე და 1942 წლის 22 თებერვალს პეტროპოლისში თავი მოიკლა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „უცნობი ქალის წერილი“
  • „ამოკით შეპყრობილი“
  • „მწველი საიდუმლო“
  • „საჭადრაკო ნოველა“
  • „შიში“
  • „მთვარის შუქით განათებული ქუჩაბანდი“
  • „უხილავი კოლექცია“
  • „ფანტასტიკური ღამე“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. IMSLP — 2006.
  6. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. Discogs — 2000.
  8. filmportal.de — 2005.
  9. BD Gest'
  10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  13. Salzburgwiki
  14. Babelio — 2007.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 The Fine Art Archive — 2003.
  16. Munzinger Personen
  17. 17.0 17.1 17.2 Цвейг Стефан / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  18. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  19. http://orf.at/stories/2419396/