კამბისე II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კამბისე, კამბუჯია (დ. წ. უცნობია – გ. ძვ. წ. 522) – ძველი სპარსეთის აქემენიდთა დინასტიის მეფე ძვ. წ. 530-522 წლებში. კიროს II-ის ძე. ბაბილონურ ტექსტებში 539 წლიდან (ჯერ კიდევ მამის მეფობაში) არის მოხსენიებული, როგორც „ბაბილონის მეფე“, „მეფე ქვეყნებისა“. ძვ. წ. 525 წელს გაილაშქრა ეგვიპტეზე, გაანადგურა ეგვიპტის ჯარი პელუზიუმთან, ფარაონი ტყვედ ჩაიგდო და ეგვიპტე დაიპყრო. ძვ. წ. 524 წელს ნუბიაში შეიჭრა, მაგრამ დამარცხდა. ამ დროს მის წინააღმდეგ აჯანყდა გაუმატა. კამბისე იძულებული იყო სპარსეთში დაბრუნებულიყო. გარდაიცვალა გზაში. ისტორიული ტრადიცია, განსაკუთრებით ჰეროდოტე, მას წარმოგვიდგენს, როგორც სასტიკ, დაუნდობელ დამპყრობელს (აპისის მოკვლა, ეგვიპტური რელიგიის აბუჩად აგდება და სხვ.), ნამდვილად კი კამბისე აგრძელებდა თავისი მამის პოლიტიკას, პატივისცემით ეკიდებოდა ადგილობრივ ადათებსა და რელიგიურ რწმენას.

ლიტერატურა[რედაქტირება]