ამენემჰეტ III-ის თავის ქანდაკება. ბერლინის ეგვიპტური მუზეუმი
ამენემჰეტ III — ეგვიპტის ფარაონი. მეფობდა ძვ.წ. დაახლოებით 1849-1801 წლებში. მის დროს განმტკიცდა სახელმწიფო ხელისუფლება, რამაც შეასუსტა ნომარქოსთან ძლიერება. აყვავდა ეგვიპტის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება; გაფართოვდა ვაჭრობა სირიასთან (კერძოდ, ბიბლოსთან), გაიზარდა საირიგაციო მშენებლობა; წარმოებდა ნუბიის, სირიისა და სინას ბუნებრივ სიმდიდრეთა ინტენსიური ექსპლუატაცია. ფაიუმში (ჩრდილოეთი ეგვიპტე) აშენდა ქვის გრანდიოზული ტაძარი, რასაც ბერძნებმა ლაბირინთი უწოდეს (შესაძლოა, ამენემჰეტ III-ის სახელის "ლამარეს - ლაბირეს" გამო). ლაბირინთს მიაკუთვნებდნენ "სამყაროს შვიდი საოცრების" რიცხვს.
|
ძველი ეგვიპტელები
|
|
| ადრეული და უძველესი სამეფოს ფარაონები |
|
 |
|
| ფარაონები შუა სამეფო |
|
|
| XVIII დინასტიის ფარაონები ახალი სამეფო |
|
|
| XIX და XX დინასტიის ფარაონები ახალი სამეფო |
|
|
| გვიანდელი პერიოდის მმართველები |
|
|
| მხედართმთავრები და ვეზირები |
|
|
| კულტურის და მეცნიერების მოღვაწეები |
|
|