ამენჰოტეპ IV

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამენჰოტეპ IV
იეროგლიფებში
სახელი
Image:Hiero_Ca1.png
ra nfr xpr
Z2ss
ra wa
n
Image:Hiero_Ca2.png
პირადი სახელი
Image:Hiero_Ca1.png
M17 Y5
N35
R4
X1 Q3
R8 S38 O28
Image:Hiero_Ca2.png
ეხნატონი в იეროგლიფებში
Image:Hiero_Ca1.png
i t
n
ra
G25 x
n
Image:Hiero_Ca2.png
ეხნატონის ქანდაკება ეგვიპტის მუზეუმში.

ამენჰოტეპ IV, ეხნატონიეგვიპტის ფარაონი XVIII დინასტიიდან, მეფობდა ძვ. წ. 1424 - დაახლოებით ძვ. წ. 1400 (პირველი ექვსი წელი - ძვ. წ. 1424 - ძვ. წ. 1419 მამასთან ამენჰოტეპ III-თან ერთად).

მის დროს ეგვიპტის სამხედრო ძლიერება დაეცა. სირია და პალესტინა ცდილობდნენ ეგვიპტის ბატონობისაგან განთავისუფლებას. განსაკუთრებით გამწვავდა მდგომარეობა ეგვიპტის სამფლოფელოების აზიურ ნაწილში უცხო ტომების შემოჭრის შემდეგ. ამენჰოტეპ IV-მ მრავალღმერთიანობის ძველი ტრადიციული ფორმა ღვთაება ატონის სახელმწიფო კულტით შეცვალა. რელიგიის რეფორმა შეეხო ცხოვრების ყველა მხარეს და განსაკუთრებული კვალი დატოვა ხელოვნებაში. ინგრეოდა ძველი კანონები და დოგმები, იქმნებოდა, უფრო ცოცხალი მხატვრული სტილი. ამონის კულტთან დაკავშირებულ ქურუმობასა და ნომარქოსთა არისტიკრატიასთან შინაური ბრძოლისას ფარაონი საშუალო, თავისუფალ ფენებს ეყრდნობოდა. ააგო ახალი დედაქალაქი აჰეტატონი და თავად ეხნატონი (ეხნე-იოტი - "ატონისათვის მარგი") დაირქვა.

ამენჰოტეპ IV-ის გარდაცვალების შემდეგ მისი რელიგიის რეფორმა გააუქმეს და ამონის კულტი კვლავ არადგინეს. ამენჰოტეპ IV წყაროებში 1402 წლიდან აღარ იხსენიება, მეფობის შემდგომ წლებს, ალბათ, მას შეცდომით მიაწერენ.

პირადი ხელსაწყოები