კლეოპატრა VII
| კლეოპატრა VII | ||||||||||||||
Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ
|
||||||||||||||
| ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი | ||||||||||||||
| მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 51 | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 30 | |||||||||||||
| წინამორბედი: | პტოლომე XII | |||||||||||||
| მემკვიდრე: | რომის იმპერია | |||||||||||||
| დაბ. თარიღი: | 2 ნოემბერი, ძვ. წ. 69 | |||||||||||||
| გარდ. თარიღი: | 12 აგვისტო, ძვ. წ. 30 ალექსანდრია |
|||||||||||||
| მეუღლე: | მარკუს ანტონიუსი | |||||||||||||
| დინასტია: | პტოლომეები | |||||||||||||
| მამა: | პტოლომე XII | |||||||||||||
კლეოპატრა VII ფილოპატორი (ძვ.-ბერძნ. Κλεοπάτρα Φιλοπάτωρ, 2 ნოემბერი, ძვ. წ. 69 – 12 აგვისტო, ძვ. წ. 30) — ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან. ცნობილი იყო რომაელი დიდი მხედართმთავრის მარკუს ანტონიუსისადმი სიყვარულით. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რათა რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის ტყვედ არ ქმნილიყო.
კლეოპატრა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პერსონაჟია როგორც ფერწერაში, ისე ლიტერატურასა და კინემატოგრაფში.
[რედაქტირება] საერთო ცნობები
კლეოპატრა VII ეგვიპტეს ძმებთან - პტოლემე XIII და პტოლემე XIV ერთად (ტრადიციის თანახმად, ისინი მის მეუღლეებად მიიჩნეოდნენ), შემდეგ კი რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით, 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის შედეგად. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.
კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.
კლეოპატრას იხსენიებენ პლუტარქე, აპიანი, იოსებ ფლავიუსი და სხვ., თუმცა, ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანან. მაგალითად, ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: ”ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც, მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია”.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 555, თბ., 1980 წელი.
| კლეოპატრა (დედოფლის სახელი) იეროგლიფებში |
|||||||||||||
|
ადრეული და უძველესი სამეფოს ფარაონები: ნარმერი · ჰორ აჰა · მენესი · ხასეხემუი · ჯოსერი · სნოფრუ · ხეოფსი · ხაფრა · მიკერინი · პეპი II
ფარაონები შუა სამეფო: მენტუხოტეპ II · ამენემჰეტ I · სენუსერტ III · ამენემჰეტ III · ნეფრუსებეკი
XVIII დინასტიის ფარაონები ახალი სამეფო: იაჰმეს I · თუტმოს I · ჰატშეფსუტი · თუტმოს II · ამენხოტეპ III · ამენჰოტეპ IV (ეხნატონი) · ხორემხები · ტუტანხამონი
XIX და XX დინასტიის ფარაონები ახალი სამეფო: რამზეს I · სეტი I · რამზეს II · მერნეპტახი · რამზეს III
გვიანდელი პერიოდის მმართველები: შეშონკ I · პიანხი · ტახარკა · პსამეტიხ I · ნეხო II · ამასის II · პტოლომეუს I · კლეოპატრა VII
დედოფლები: ტეტიშერი · იახოტეპი · იახმოს-ნეფერტარი · ტია · ნეფერტიტი · ანხესენამონი · ნეფერტარი
კულტურის და მეცნიერების მოღვაწეები: იმჰოტეპი · ხემიუნი · ინენი · სენენმუტი · თუტმოს უმცროსი · მანეფონი · გორაპოლონი
მხედართმთავრები და ვეზირები: იახმოსი, ებანის ძე · რეხმირი · ამენემხები · ამენხოტეპი, ხაპუს ძე · პოტინი
|
|||||||
![N29 [q] q](http://bits.wikimedia.org/static-1.20wmf2/extensions/wikihiero/img/hiero_N29.png)

![M17 [i] i](http://bits.wikimedia.org/static-1.20wmf2/extensions/wikihiero/img/hiero_M17.png)

![Q3 [p] p](http://bits.wikimedia.org/static-1.20wmf2/extensions/wikihiero/img/hiero_Q3.png)
![D46 [d] d](http://bits.wikimedia.org/static-1.20wmf2/extensions/wikihiero/img/hiero_D46.png)
![D21 [r] r](http://bits.wikimedia.org/static-1.20wmf2/extensions/wikihiero/img/hiero_D21.png)
![G1 [A] A](http://bits.wikimedia.org/static-1.20wmf2/extensions/wikihiero/img/hiero_G1.png)
![X1 [t] t](http://bits.wikimedia.org/static-1.20wmf2/extensions/wikihiero/img/hiero_X1.png)
