ქუშის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუშის სამეფო
'Kaš'

სამეფო

ძვ. წ. 1070ძვ. წ. 350
 

 

დედაქალაქი კერმა; ნაპატა; მოგვიანებით: მეროე.
ენა მეროტიკული; ძველნუბიური.
მოსახლეობა 100 000 - 1 500 000[1]
ისტორია
 - დაარსება ძვ. წ. 1070
 - ნაპატაში დედაქალაქის გადატანა ძვ. წ. 780
 - დედაქალაქის მერეოში გადატანა ძვ. წ. 591
 - გაუქმება 350

ქუშის სამეფო ან ქუში — ანტიკური ხანის სამეფო აფრიკაში. მდებარეობდა მდინარეების: ცისფერი ნილოსის, თეთრი ნილოსის და ატბარას შესართავთან, დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე.

სამეფო წარმოიშვა ბრინჯაოს ხანის კატასტროფისა და ეგვიპტის ახალი სამეფოს დაცემის შემდეგ. სამეფო ადრეულ ფაზაში გაერთიანებული იყო ნაპატას ირგვლივ. მას შემდეგ რაც ძვ. წ. VIII საუკუნეში ქუშის მეფე კაშტა ეგვიპტეში შეიჭრა, ქუშის მეფეები ეგვიპტეს მართავდნენ როგორც ფარაონების XXV დინასტია. ეგვიპტიდან ისინი ძვ. წ. 656 წელს ფარაონმა ფსამეტიქ I-მა განდევნა.

ანტიკური ხანის პერიოდში ქუშის დედაქალაქს წარმოადგენდა მეროე. ძველ ბერძნულ გეოგრაფიაში მეროეს სამეფო ცნობილი იყო როგორც ეთიოპია. ქუშის სამეფო დედაქალაქით მეროე არსებობდა IV საუკუნემდე, შემდგომ ის შიდა არეულობებმა დაასუსტა და დაშალა.

ქუშის დედაქალაქი დაიპყრო და გაანადგურა აქსუმის სამეფომ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2001) „(II.B.4.) East Africa, c. 2000–332 B.C.E.“, The Encyclopedia of World History: Ancient, Medieval, and Modern, Chronologically Arranged, 6th, Boston: Houghton Mifflin Harcourt, გვ. 32. ISBN 978-0-395-65237-4.