არსესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტაქსერქსე IV
არსეს სპარსელი
სპარსეთის დიდი შაჰი, მეფეთ-მეფე
და ეგვიპტის ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 338 – 336 წწ. (XXXI დინასტია)
წინამორბედი არტაქსერქსე III
მემკვიდრე დარიოს III
მამა არტაქსერქსე III
დედა ატოსა
გარდ. თარიღი ძვ.წ. 336

არტაქსერქსე IV არსესი (სპარს. اردشيرچهارم) — სპარსეთის მეფე ძვ.წ. 338 წლიდან ძვ.წ. 336 წლამდე. იგი არტაქსერქსე III-ისა და ატოსას უმცროსი ვაჟი იყო, რის გამოც სპარსეთის ტახტზე მისი ასვლა ნაკლებად იყო მოსალოდნელი. სპარსეთის ერთ-ერთი ძლიერი ვეზირის ბაგოის მიერ, არტაქსერქსე III-ისა და ოჯახის წევრების დიდი ნაწილის მოკვლის შემდეგ, ძვ.წ. 338 წელს არტაქსერქსე IV სპარსეთის სამეფო ტახტზე ავიდა. ბაგოიმ გადაწყვიტა არტაქსერქსე III მისი ვაჟით არსესით (არტაქსერქსე IV-ით) ჩაენაცვლებინა, ბაგოი ფიქრობდა, რომ არტაქსერქსე IV-ის კონტროლი უფრო ადვილი იქნებოდა. ორი წლის მანძილზე არსესი როგორც მარიონეტი შაჰი ისე მეფობდა, ამ დროს კი რეალური ძალაუფლება ბაგოის ხელში იყო. საბოლოოდ, ამ მდგომარეობით უკმაყოფილო და სავარაუდოდ სპარსეთის სამეფო ტახტის დიდებულთა გავლენის ქვეშაც მოქცეულმა არსესმა ბაგოის მკვლელობის დაგეგმვა დაიწყო. ვეზირმა ბაგოიმ კვლავ პირველმა იმოქმედა და საკუთარი თავის დაცვის მიზნით არსესი მოწამლა. ბაგოიმ არტაქსერქსე IV-ის მოწამლვის შემდეგ სამეფო ტახტზე მისი ბიძაშვილი დარიოს III აიყვანა. არსესის ხანმოკლე მეფობის დროს სპარსეთის მთავარი პრობლემა დასავლეთის საზღვარზე მაკედონელთა საომარი მოქმედებები იყო, რომელთაც ფილიპე II მაკედონელი და ალესანდრე III მაკედონელი მეთაურობდნენ. ბერძნულ წყაროებში იგი მოხსენიებულია, როგორც არსესი, სავარაუდოდ ეს მისი ნამდვილი სახელი იყო, თუმცა წყაროებში ასევე იხსენიებენ როგორც, არტაქსერქსე IV, რაც სავარაუდოდ მისი სამეფო სახელი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსესი
დაიბადა:  ?? გარდაიცვალა: 336 BC
წინამორბედი:
არტაქსერქსე III
სპარსეთის დიდი შაჰი, მეფეთ-მეფე
ძვ.წ. 338 – 336 წწ.
შემდეგი:
დარიოს III
წინამორბედი:
არტაქსერქსე III
ეგვიპტის ფარაონი
XXXI დინასტია

ძვ.წ. 338 – 336 წწ.
შემდეგი:
დარიოს III