სეკა (ფარაონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეკუ[1] ან სეკა — ეგვიპტის ფარაონი წინადინასტიურ პერიოდში. სეკა მართავდა ქვემო ეგვიპტეს, სავარაუდოდ, ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოს. მიეკუთვნება ნულოვან დინასტიას[2]. მისი სახელი ცნობილია მხოლოდ პალერმოს ქვიდან, რომელზეც ჩამოწერილია ქვემო ეგვიპტის ფარაონების სია[3]. სეკას მეფობის პერიოდის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ მოგვეპოვება, შეიძლება მითური ფარაონიც იყოს. გერმანელი ეგვიპტოლოგის, ლუდვიგ მორენცის, მიხევით ფარაონის სახელი ითარგმნება, როგორც „მხვნელი“[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Schneider Thomas. Lexikon der Pharaonen. — Düsseldorf: Albatros, 2002. — 327 S. — ISBN 3-491-96053-3.
  • Ludwig D. Morenz. Bild-Buchstaben und symbolische Zeichen: Die Herausbildung der Schrift der hohen Kultur Altägyptens. — Fribourg: Academic Press, 2004. — 373 S. — ISBN 3-7278-1486-1.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Peake, Harold and Herbert John Fleure, Priests and Kings, Clarendon OUP, Oxford, 1927, p. 63
  2. J. H. Breasted, History of Egypt from the Earliest Time to the Persian Conquest, 1909, p.36
  3. J. H. Breasted, Ancient Records of Egypt, Part One, Chicago 1906, § 90
  4. Ludwig D. Morenz. Bild-Buchstaben und symbolische Zeichen. — S. 209.