აპრიესი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აპრიესი
იეროგლიფებში
სახელი
Image:Hiero_Ca1.png
ra H a
a
ib
Image:Hiero_Ca2.png
პირადი სახელი
Image:Hiero_Ca1.png
ra wAH ib
Image:Hiero_Ca2.png
აპრიესის ქანდაკების ფრაგმენტი

აპრიესი ძველი ეგვიპტის ფარაონი XXVI დინასტიიდან ძვ. წ. 589 - ძვ. წ. 570 წლებში.

მმართველობის პირველ წლებში აპრიესმა გაილაშქრა ქალაქ სიდონის წინააღმდეგ და ზღვაზე იბრძოდა ტირენეის მეფის წინააღმდეგ. შემდეგ კი მან დაიწყო მისთვის საბედისწერო ომი კირენაში ბერძნული კოლონიების წინააღმდეგ. ამის შესახებ დაწვრილებით ყვება ჰეროდოტე.

კირენაში ბერძნები მეზობელ ლივიელებს მიწებს ართმევდნენ. ლივიელებმა ეგვიპტის ფარაონს სთხოვეს დახმარება. ფარაონმა კი შეკრიბა ჯარი და კირენას წინააღმდეგ გაგზავნა. კირენელები ეგვიპტელებს სეებრძოლნენ ირასასთან და გაიმარჯვეს. ეს ეგვიპტელებისდ და ბერძნების პირველი ბრძოლა იყო. დამარცხებაში ფარაონი დაადანაშაულეს. ბრძოლასი გადარჩენილი მეომრები და მათი მეგობრები აჯანყდნენ.

აჯანყებულთა დასაშოშმინებლად ფარაონმა თავისი ამალის წარმომადგენელი, ამასისი გაუშვა, რომელიც მეამბოხეებმა ფარაონად აღიარეს და მათი მეთაური გახდა. აპრიესმა ამასისთან გაგზავნა დიდებული სახელად პატარმებისი, რათა ანასისი მასთან ცოცხალი მოეყვანა, მაგრამ მისი მისია წარუმატებლად დასრულდა. პატარმებისმა ფარაონს ჩამოუტანა ომისთვის მზადების ამბავი, ხოლო ეს უკანასკნელი იმდენად განრისხდა, რომ დიდებულისთვის სხვირის და ყურების მოჭრა ბრძანა. ამან მეფის მომხრეებს უბიძგა აჯანყებულთა მხარდაჭერისკენ.

აპრიესი დაქირავებული მეომრებით შეებრძოლა მემფისთან აჯანყებულებს და დამარცხდა. ფარაონი ტყვედ ჩავარდა და ქალაქ საისში იქნა გადაყვანილი. თავდაპირველად ყოფილი ფარაონი მეფის სასახლეში იყო და მას პატივისცემით ეპყრობოდნენ, მაგრამ ხალხი უკვე ამასისის წინააღმდეგ გამოვიდა, ყოფილი ფარაონის დასჯის მოთხოვნით. ამასისს მოუწია აპრიესის ხალხისთვის გადაცემა. იგი დაახჩვეს და შემდეგ დაკრძალეს.

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
პირადი ხელსაწყოები