თამფთისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამფთისიძველი ეგვიპტის ფარაონი, მეოთხე დინასტიის მმართველი.

მისი სახელი დასტურდება მხოლოდ მანეთონთან. ეგვიპტოლოგ უილიამ ჰეიესის აზრით მისი სახელი ჟღერდა, როგორც ჯედეპტაჰი (პტაჰჯედეფი). თამფთისი არის ძველი სამეფოს ერთ-ერთი რთულად შესწავლილი მმართველი, რაც მისი ნაპოვნი სახელებით ასოცირდება. ამის გამო ამ მმართველზე ბევრი დავა მიდის ეგვიპტოლოგებს შორის.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურინის მეოთხე დინასტიის ფარაონების სამეფო სიაში არის 3 სვეტი, თუმცა ის ნაწილობრივ დაზიანდა, ხეფრენისა (ხაზი 12) და შეპსესკაფის (ხაზი 15) შემდეგ ტექსტი არ იკითხება. ამჟამად ეგვიპტოლოგების უმრავლესობა მე-13 ხაზზე კითულობს ბიხერისს, ხოლო მე-16 ხაზზე თამფთისს, რომელიც სავარაუდოდ 2 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას.

აბიდოსის მეფეთა სია მეოთხე დინასტიაში გვიჩვენებს მხოლოდ 6 ფარაონს. საქარის სიაში შეპსესკაფის შემდეგ მეხუთე დინასტიის პირველ ფარაონამდე ნაჩვენებია კიდევ ორი ფარაონი. ეგვიპტოლოგების აზრით პირველი მათგანია თამფთისი, მეორე სახელი მათთვის დღესაც გამოცანას წარმოადგენს.

ვადი-ჰამამატის ქვის ფილებზე რამდენიმე სახელია დაფიქსირებული: ხუფუ, ჯედეფრე, ბაუფრა და პრინცი ჯედეფჰორა. ბაუფრა და ჰორჯედეფი ხუფუს შვილები სიაში არ არის. და მათი სახელები მიუთითებს რომ ისინი ჯერ კიდევ მოკლე დროში მართავდნენ ეგვიპტეს, ისინი არც რაიმე წარწერით არიან ნახსენები მაგალითად როგორც „მეფე ზემო და ქვემო ეგვიპტის“ მხოლოდ ტიტულით „მეფის შვილი“.

არსებობს ეგვიპტის აღმავლობის დროის (მეოთხე დინასტიის ბოლო — მეხუთე დინასტიის დასაწყისი) სხვადასხვა წარწერებიც, რომელშიც ჩამოთვლილია ფარაონების სახელები: პრინცი შეჰემკარა, ხეფრენე, მენკაურა, უსერკაფი და საჰურა.

ეგვიპტოლოგი პატრიკ ო’მარა წერს რომ არც ერთი სამეფო საფლავი არ არის საჰარაში ნაპოვნი, რომელიც გვიჩვენებდა მეფის სახელს, არც ნახსენებია მეოთხე დინასტია გარდა ზემო ეგვიპტისა, არც წინაპრებისგან არ არის ცნობილი სახელები.

ამ შემთხვევაში ეგვიპტოლოგი მიროსლავ ვერნერი მიუთითებს, რომ თანამედროვენი ვერ ადასტურებენ ეგვიპტის ფარაონის მმართველობას. ერთ ერთი ფარაონის შეპსესკარას მმართველობის დამადასტურებელი საბუთი არის ის, რომ ნაპოვნია მისი ცილინდრისებრი ბეჭედი. ამავე დროს ჩამოთვლილია მეხუთე დინასტიის ფარაონების სია: საჰურა, ნეფერირკარა-კაკაი და ნიუსერა, თუმცა სახელი შეპსესკარა მაინც დაკარგული რჩება. ცილინდრისებრი ბეჭედის არქეოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვერნერი მიიჩნევს, რომ ფარაონი შეპსესკარა შეცვალა რანეფერეფამ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ფარაონის ძმა განმარტავს რომ სახელი შეპსესკარა განიხილება როგორც უზურპატორი. ეს მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ უძველესი სამეფო არსებობდა დინასტიური ბრძოლა. არ არის არ არის გამორიცხული რომ იგივე სიტუაცია ეხება ფარაონ თამფთისს და შესაძლებელია ფარაონი თამფთისი ორწლიანი მეფობის დროს ტურინში პაპურუსი და შეპსესკაფი მეოთხე დინასტიის ბოლო ფარაონები არიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jürgen von Beckerath: Handbuch der ägyptischen Königsnamen, von Zabern, Mainz 1999, ISBN 3-422-00832-2
  • Jürgen von Beckerath: Chronologie des pharaonischen Ägypten, von Zabern, Mainz 1997 ISBN 3-8053-2310-7
  • Iowerth Eiddon Stephen Edwards: The Cambridge ancient history, Band 3. Cambridge University Press, Cambridge 2000, ISBN 978-0-521-07791-0
  • William C. Hayes: The Scepter of Egypt, Band 1: From the Earliest Times to the End of the Middle Kingdom. Yale University Press, New York 1990 (Neuauflage), ISBN 978-0-300-09159-5