ისტორიაში შევიდა როგორც პირამიდების მშენებელი. მას მიაწერენ 2 თუ 3 პირამიდის აშენებას (მედუმის პირამიდა, „გაბზარული პირამიდა“ და შესაძლოა, დაშურის „წითელი“ პირამიდაც). მის დროს ეგვიპტე ძლიერი სახელმწიფო იყო. ტურინის პაპირუსის მიხედვით სნეფრუ ეგვიპტეს 24 წელი მართავდა, ხოლო მანეთონის მიხედვით – 29 წელი. აწყობდა მძარცველურ ლაშქრობებს ნუბიაში, აზიაში. ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა პალესტინასთან. შუა სამეფოს პერიოდის ლიტერატურა და გვიანდელი ტრადიცია სნეფრუს წარმოადგენს, როგორც ბრძენ მმართველს და უპირისპირებს შვილისა და მემკვიდრის – ხეოფსის დესპოტურ მმართველობას.