კა (ფარაონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თიხის ჭურჭელი, რომელზეც იკითხება კას სახელი

კა ან სეჰენიეგვიპტის ნულოვანი დინასტიის ფარაონი. სავარაუდოდ, ზემო ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 32-ე საუკუნის პირველ ნახევარში, მაგრამ რამდენ ხანს - უცნობია. მისი სრული სახელი ჰორ-კა/სეჰენი ითარგმნება, როგორც „ტყუპისცალი“ ან „საზრდო“. მისი სახელის შემცველი არქეოლოგიური მასალა ნაპოვნია აბიდოსის მეფეთა სასაფლაოზე და ტარხანში. უმ-ელ-ქააბში კა/სეჰენის საფლავი მდებარეობს სამარხში B7-B9.

კა/სეჰენის მართველობის პერიოდში დაიწყო პირველი სახელმწიფო დაწესებულების განვითარება. უამრავი თიხის ჭურჭელი, რომელიც მისი მეფობის პერიოდით თარიღდება, ვაჭრობის განვითარებაზე მეტყველებს. სავარაუდოდ, პირველი ეგვიპტური არხების მშენებლობაც კას მმართველობის პერიოდში დაიწყო .

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]