პტოლემე IV

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქტადრაქმა პტოლემეოს IV-ის გამოსახულებით, ბრიტანეთის მუზეუმი.

პტოლემე IV ფილოპატორი (ბერძნ. Πτολεμαίος Φιλοπάτωρ) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 221-204 წწ. ძვ. წ. 221-217 წწ. სელევკიდებთან ომი პტოლემე IV-სთვის გამარჯვებით დასრულდა. რაფიასთან ფარაონმა გაანადგურა ანტიოქ III დიდის არმია (ძვ. წ. 223-187 წწ.), თუმცა შემდეგ სირიის მეფემ რამდენიმეჯერ დაამარცხა იგი და პალესტინაზე საკუთარი მმართველობა დააწესა. შესაბამისად, სელევკიდებთან ომის პერიოდში პტოლემეოსმა სირიის თითქმის ყველა სამფლობელო დაკარგა.

ლიტერატურა[რედაქტირება]