კაკაურა იბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაკაურა იბის კარტუში აბიდოსიდან

კაკაურა იბიძველი ეგვიპტის მმართველი პირველ გარდამავალ პერიოდში (ძვ. წ. 2181-2055 წწ.) და VIII დინასტიის წარმომადგენელი. იგი იყო ეგვიპტის ერთ-ერთი წარმატებული ფარაონი, ეს გამოიხატა იმაშიც, რომ აღმოაჩინეს მისი პატარა პირამიდა სამხრეთ საქარაში.

კაკაურა იბი აბიდოსის მეფეთა სიაში რიგით 56-ეა (აბიდოსის მეფეთა სია პირველი გარდამავალი პერიოდიდან 900 წლის შემდეგ სეთი I-მა დაარედაქტირა). კიმ რიჰოლტის მიერ ტურინის მეფეთა სიის რეკონსტრუქციის მიხედვით დააკომპლექტეს მეფეთა მეორე სია რამესიდების ერაში. კაკაურა იბი ასევე გაერთიანებული იყო ამ სიაშიც - მე-5 სვეტის მე-10 ხაზში. ტურინის მეფეთა სია მიუთითებს, რომ კაკაურა იბი 2 წელი, 1 თვე და 1 დღე მართავდა ქვეყანას.

იგი დაკრძალულია სამხრეთ საქარას პატარა პირამიდაში. ეს პირამიდა აღმოაჩინა კარლ რიჩარდ ლეპსიუსმა XIX საუკუნეში და გათხარა გუსტავ ჯექუიერმა 1929-1931 წლებში. იბის პირამიდა უკანასკნელია საქარაში, მდებარეობს შეპსესკაფისა და პეპი II-ის სამარხთან ახლოს. მისი პირამიდის სიგანე იყო 31,5 მ და სიმაღლე - 21 მ. მისი ძირითადი ნაწილი აშენებული იყო ადგილობრივი წარმოშობის კირქვის ბლოკით, რომლის უდიდესი ნაწილიც ჩამოქცეულია, რის შედეგადაც პირამიდის ახლანდელი სიმაღლე 3 მეტრია. შენობის ჩრდილოეთ მხარეს ჯექუიერმა იპოვა 8 მეტრიანი კირქვის კორიდორი. კორიდორშიც და კედლებზეც შემორჩენილია პირამიდის წარწერები. ჯექუიერმა ამ წარწერების ხარისხად საშუალო დონე წარმოადგინა. სამარხის კორიდორის ჭერი დეკორირებულია ვარსკვლავებით. ახლა ამ კორიდორს ბეტონის ბლოკები იცავენ. კორიდორის დასავლეთ მხარეს იყო ცრუ კარი და უზარმაზარი გრანიტის ბლოკი, რომელიც იდგა მეფის სარკოფაგთან. აღმოსავლეთ მხარეს კი იყო გარდაცვლილი კას ქანდაკება. აღმოსავლეთ მიმდებარე მხარეს იყო პატარა სამლოცველო, რომელიც მსახურობდა გარდაცვლილი მეფის კულტისათვის ტაძარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mark Lehner. The secret of the pyramids of Egypt, Orbis, Munich 1999, ISBN 3-572-01039-X
  • Christopher Theis: The Pyramids of the First Intermediate Period. After philological and archaeological sources (= studies of ancient Egyptian culture. Vol 39, 2010).
  • Miroslav Verner. The Pyramids Universe Books, New 1998, ISBN 3-499-60890-1