პტოლემე II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პტოლემე II (წინ) და მისი და/ცოლი არსინოია II.

პტოლემე II ფილადელფოსი (ბერძნ. Πτολεμαῖος Φιλάδελφος) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 285-246 წწ. ძვ. წ. 283 წლამდე იყო თანამმართველი. მისი მმართველობის დროს ალექსანდრია ელინისტური კულტურის ცენტრი გახდა. მფარველობდა ხელოვნებასა და მეცნიერებას. მისი თაონსნობით დაარსდა ალექსანდრიის მუსეიონი და ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. შექმნა ძლიერი ფლოტი, საფუძველი ჩაუყარა რომთან ურთიერთობას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: