კანიბალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Cannibals.23232.jpg

კანიბალიზმი (Caníbalis-დან, კარიბების ესპანური სახელი[1])[2] – მოქმედება, როდესაც ორგანიზმები თავისივე სახეობის სხვა ინდივიდებს ჭამენ. თუ ეს ადამიანებს ეხება, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტერმინი ანთროპოფაგია.

კანიბალიზმი იყო ფართოდ გავრცელებული უძველესი დროის ადამიანებში. კანიბალიზმი XIX საუკუნეშიც გვხვდებოდა ავსტრალაზიის იზოლირებულ კულტურებში. ფიჯი ერთ დროს იყო ცნობილი როგორც "კანიბალების კუნძული".[3] კანიბალიზმის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება კარგადაა დოკუმენტებით დადასტურებული: ფიჯიდან ამაზონის დაბლობში, კონგოს დაბლობსა და მაორის ტომებში ახალ ზელანდიაში.[4] ნეანდერთალესებზე არის ვარაუდები, რომ მათში კანიბალიზმის აქტები ხდებოდა,[5][6] და შემდეგ ისინი იქნენ შეჭმულნი თანამედროვე ადამიანების მიერ.[7]

არაადამიანურ სახეობებში კანიბალიზმი საკმაოდ ხშირია, მაგალითად ობობებსა და მორიელებში. ამ შემთხვევაში, სექსუალური აქტის შემდეგ მდედრი ჭამს მამრს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Cannibalism Definition. Dictionary.com.
  2. "Cannibalism (human behaviour)", Encyclopædia Britannica.
  3. Peggy Reeves Sanday. "Divine hunger: cannibalism as a cultural system".
  4. Rubinstein, W. D. (2004). [http://books.google.com/books?id=nMMAk4VwLLwC&pg=PA17&dq&hl=en#v=onepage&q=&f=false Genocide: a history. Pearson Educatio, გვ. 17–1. ISBN 0582506018. 
  5. Neanderthals Were Cannibals, Bones Show. Sciencemag.org (1999-10-01). წაკითხვის თარიღი: 2009-08-30.
  6. Archaeologists Rediscover Cannibals. Sciencemag.org (1997-08-01). წაკითხვის თარიღი: 2009-08-30.
  7. McKie, Robin. “How Neanderthals met a grisly fate: devoured by humans“, The Observer, 17 May 2009. წაკითხვის თარიღი: 18 May 2009. 


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.