დიოდორე სიცილიელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიოდორე სიცილიელი (ბერძნ. Διόδωρος Σικελιώτης) — ბერძენი ისტორიკოსი, რომელიც მოღვაწეობდა ძვ. წ. I საუკუნეში. ცნობილი ნაშრომის - „ისტორიული ბიბლიოთეკის“ ავტორი. მისივე ნაშრომებზე დაყრდნობით, ის დაიბადა სიცილიის ქალაქ აგირიუმში. ანტიკური ლიტერატურა მის ცხოვრებაზე დამატებით ინფორმაციას არ გვაწვდის.

[რედაქტირება] შემოქმედება

დიოდორეს ნაშრომი, რომელსაც ის უწოდებს „ისტორიულ ბიბლიოთეკას“, შეიცავს ორმოც წიგნს და დაყოფილია სამ ნაწილად. პირველ ექვს წიგნში აღწერილია ნახევრად მითიური ისტორიები. (მათ შორისაა ტროის ომი, არგონავტები და ა.შ.) აქ მოთხრობილია ძველი ეგვიპტის (I წიგნი), მესაპოტამიის, ინდოეთის, სკვითების და არაბების (II წიგნი), , ჩრდილოეთ აფრიკის (III), საბერძნეთისა და ევროპის (IV–VI) ისტორიისა და კულტურის შესახებ. მეორე ნაწილში (VII–XVII წიგნები) დიოდორე მოგვითხრობს მსოფლიოს ისტორიას ტროის ომიდან მოყოლებული ალექსანდრე დიდის სიკვდილამდე. მესამე ნაწილში (XVII წიგნიდან ბოლომდე) ის აღწერს მოვლენებს დიადოქოსების ომიდან დაწყებული ძვ. წ. 60 წლამდე, ანუ იულიუს კეისარის გალიაში ლაშქრობის დასაწყისამდე.

[რედაქტირება] წყაროები

  • Ambaglio, Dino, Franca Landucci Gattinoni and Luigi Bravi. Diodoro Siculo: Biblioteca storica: commento storico: introduzione generale. Storia. Ricerche. Milano: V&P, 2008. x, 145 p.
  • Buckley, Terry (1996). Aspects of Greek History 750-323 BC: A Source-based Approach. London: Routledge. ISBN 0-415-09958-7, ISBN 978-0-415-09958-5. 
  • Lloyd, Alan B. (1975). Herodotus, Book II. Leiden: Brill, Introduction გვ.. ISBN 90-04-04179-6, ISBN 978-90-04-04179-0. 
  • Siculus, Diodorus; Oldfather, C. H. (Translator) (1935). Library of History: Loeb Classical Library. Cambridge, MA.: Harvard University Press. 
  • Siculus, Diodorus; G. Booth (Translator); H. Valesius; I. Rhodomannus; F. Ursinus (1814). The Historical Library of Diodorus the Sicilian in Fifteen Books to which are added the Fragments of Diodorus. London: J. Davis.  Downloadable Google Books.
  • {{cite book|first=Diodori|last=Siculi|title=Bibliothecae Historicae Libri Qui Supersunt: Nova Editio|coauthors=Peter Wesseling (Editor); L. Rhodoman; G. Heyn; N. Eyring|location=Argentorati|year=1798|publisher=Societas Bipontina|language=Ancient Greek, Latin Downloadable Google Books.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე