პტოლემე VIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პტოლემე VIII-ის ვერცხლის დიადრაქმა

პტოლემე VIII ევერგეტ II ფისკონიეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 145-116 წწ. პტოლემე V-ისა და კლეოპატრა I-ის უმცროსი შვილი. პტოლემე VI-ის ძმა.

პირველ ცოლად ჰყავდა თავისი და კლეოპატრა II, რომელთანაც შეეძინა პტოლემე მემფისელი, მეორე ცოლად ჰყავდა ძმისშვილი კლეოპატრა III. მასთან შეეძინა პტოლემე IX, პტოლემე X, კლეოპატრა ტრიფენა, კლეოპატრა IV და კლეოპატრა სელენა I. გარდა ამისა, პტოლემეს ჰყავდა უკანონო შვილი პტოლემე აპიონი.

გარდაიცვალა ძვ. წ. 116 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]