ეგვიპტის ოცდამეცხრე დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ეგვიპტის დინასტიები

ეგვიპტის ოცდამეცხრე დინასტია — ეგვიპტის დინასტია, რომელიც ფარაონმა ნეფერიტ I-მა დააარსა მას შემდეგ რაც ფარაონი ამირტისი ღია ბრძოლაში დაამარცხა, შემდეგ კი მემფისში სიკვდილით დასაჯა. ნეფერიტმა დედაქალაქად მენდესი გამოაცხადა. ნეფერიტ I-ის დინასტიას ხშირად ეგვიპტის გვიან პერიოდს მიაკუთხვნებენ. დინასტია ეგვიპტეს ძვ.წ. 398 წლიდან ძვ.წ. 380 წლამდე მართავდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეფერიტ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ბრძოლა ტახტისათვის, ერთ მხარეს ნეფერიტის ვაჟი მუთისი იბრძოდა ფარაონის ტიტულისთვის მეორე მხარეს კი პსამუტი. მიუხედავად პსამუტის წამატებულობისა, მან მხოლოდ ერთი წელი იმეფა.

პსამუტი ტახტიდან აჰორისმა ჩამოაგდო, რომელიც აცხადებდა რომ ნეფერიტ I-ის შვილიშვილი იყო. მან წარმატებით მოიგერია სპარსელთა შემოტევა, რომელთაც ეგვიპტის ხელახლა დაპყრობა ეწადათ, ამ ბრძოლაში აჰორისს მხარს ათენი და კვიპროსის მეამბოხე მეფე ევაგორ I უჭერდა მხარს. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ნეფერიტ II ავიდა, ახალგაზრდა მეფემ ვერ შეძლო მემკვიდრეობით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნება. იგი ძვ.წ. 380 წელს ნექტანებ I-მა ტახტიდან ჩამოაგდო, ამით ეგვიპტეში ოცდამეცხრე დინასტიის მმართველობა დასრულდა და დაიწყო ოცდამეათე დინასტიის მმართველობა.

ეგვიპტის ოცდამეცხრე დინასტიის ფარაონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარაონის სახელი სამეფო სახელი მმართველობა კომენტარი
ნეფერიტ I ბაენრა მერინეჩერუ ძვ.წ. 398 - 393
მუთისი ჰორნებხა (სავარაუდოდ) ძვ.წ. 393
პსამუტი უსერ-რა-სეტეპ-ენ-პტახი ძვ.წ. 392/1
აჰორისი ხენემ-მაატ-რა ძვ.წ. 393 - 380
ნეფერიტ II ძვ.წ. 380

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
XXVIII დინასტია
 ეგვიპტის ფარაონთა დინასტია 
ძვ.წ. 398 - ძვ.წ. 380
შემდეგი:
XXX დინასტია